
ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ძნელია ცხოვრება, რომ უბედურები ვართ… რატომ ხდება ეს? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არა ღვთის, არამედ საკუთარი ნებით. იმიტომ ხომ არ გვეძნელება ცხოვრება და ვართ უბედურები, რომ არ ვართ მინდობილნი ღვთის ნებას? ღვთის ნებისადმი მორჩილებისა და თორის გზაზე სიარულის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ ბედნიერებას. ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ ამაშია…
რაა საჭირო ბედნიერებისათვის?
თუ გინდა იყო ბედნიერი, ებრაელო, იცხოვრე თორის გზით! ბედნიერებისათვის ადამიანები სად არ მოგზაურობენ, ყველგან დაეძებენ მას, ხოლო ის ჩვენშია, ჩვენს გულებში, სადაც ჩვენ თითქმის არც კი ვიხედებით… გამჩენზე მინდობით, რწმენის გამტკიცებით, გააზრების იმისა რომ არ არსებობს ქვეყანაზე ძალა რომელსაც შეუძლია მავნოს მე ან სიკეთე გამიკეთოს უფლის გარდა დაგვიწყნარებს ნერვებს და ცხოვრებაც აღარ იქნება აფორიაქებული, როდესაც ვიწამებთ რომ რასაც უფალი აკეთებს ყველაფერი სასიკეთოდაა… – გამჩენზე მინდობით, რწმენაში გაძლიერებითა და თორის გზაზე სიარულით – აი მაშინ ვიგრძნობთ ბედნიერებას…
დატოვე კომენტარი