რაშია გამოსავალი…?

 გამოსავალი სიყვარულშია…უფლის სიყვარულში…ერთმანეთის სიყვარულში…სიცოცხლის სიყვარულში…

გამოსავალი რწმენაშია… გამოსავალი სიკეთეშია… ჩვენ შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ…მაგრამ, სანამ სამყაროს შეცვლას დავაპირებთ,მანამ საკუთარი თავები უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და გატანა. შეგვეძლოს მიტევება. რა უფლება გვაქვს არ ვაპატიოთ რაიმე ერთმანეთს, როცა უფალი უამრავ ცოდვას გვპატიობს… მე თუ მკითხავთ ,ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება შეიყვარო იგი. მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია, შეუძლებელია ყველა გიყვარდეს , თუმცა ის კი შესაძლებელია , არავინ გძულდეს და არავისთვის გინდოდეს ცუდი. ცუდის დანახვა მარტივია, ყველას შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებული მაშინ ხარ, როცა ყველაზე ცუდშიც შეგიძლია რაიმე კარგი დაინახო. გვიყვარდეს ერთმანეთი… ჩვენი სიყვარულით, ერთობითა და სულიერი სიძლიერით კი ყოველთვის გაგვეხარებინოს უფლისა და ერთმანეთის გულები

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑