მიშველეთ!!! მიშველეთ!!! ყვიროდა გულგახეთქილი. გზად კაცმა გამოიარა და ბიჭს ლანძღვა დაუწყო – ფრთხილად უნდა მოქცეულიყავიო!
– ჯერ გადამარჩინე და მერე რამდენიც გინდა მლანძღეო,- უთხრა ბიჭმა…
არაკი გვასწავლის: ნუკი რისხავ – სიკეთე ჰქმენიო…
ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი ახლობელი შესცდა და იმის მაგივრად რომ შევიდეთ მის მდგომარეობაში და თანავუგრძნოთ – სამწუხაროდ ზევიდან ვუყურებთ, დამცინავად…ჩვენი თორა გვასწავლის “არ განსაჯო მეგობარი შენი სანამ მის ადგილზე არ აღმოჩნდები” – გვიხსნიან ჩვენი ბრძენები რომ შეიძლება მის მსგავს სიტუაცია შეგემთხვას მაგრამ შენ არ იცი და ვერც გაიგებ თუ იგი საიდან მოვიდა (ოჯახში როგორ ეპყრობოდნენ, როგორი აღზრდა მიიღო..) და რა გადაიტანა თავის ცხოვრებაში, რა აწუხებს, ულხინს უჭირს…. და ჩვენი ბრძენები გვეუბნებიან არის პირობა რომ შენ თუ გგონია მის ადგილას რომ ყოფილიყავი უკეთესად მოიქცეოდი – პირიქით გვემოწმებიან რომ 10-ჯერ უარესად მოვიქცეოდით მის ადგილას იგივე სიტუაციაში… ჩხუბს, ლანძღვასა და გინებას ტკბილი სიტყვა, დარიგება და ჭკუის სწავლა ჯობია….
განსაკუთრებით ჩვენს თაობაში, უნდა შევეცადოთ კეთილი კუთხით განვსაჯოთ ერთმანეთი, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პოზიტივი და რაც ყველაზე მთავარია კარგი მაგალითია საჭირო (მაგალითი გადამდებია) – ზოგჯერ ჩვენ სხვას ვკიცხავთ ესე რატომ იქცევი-საუბრობ და ჩვენ თვითონაც იგივეს ვაკეთებთ…. ვთხოვოთ გა-ნს დაგვეხმაროს გამოვსწორდეთ, რომ კეთილი კუთხით განვსაჯოთ ერთმანეთი, სიკეთე ვთესოთ და ვაკეთოთ ის რაც გა-ნს გულს უხარებს! მოვიქცეთ ისე რომ ჩვენს შემხედვარეს ეთქვას დალოცოს გა-ნმა შენი აღმზრდელი და იკურთხოს გა-ნის სახელი შენნაირი კარგი ადამიანები რომ ყავს გაჩენილიო…
გაიხარეთ ჩემო საყვარელო ხალხო – ჩემო საყვარელო ისრაელო – სულ მუდამ გახარებული, ძლიერი და გა-ნის გზაზე მოსიარულე – გა-ნისა და ერთმანეთის გულის გამხარებლები მენახეთ…!!!
კეთილმან სძლია ბოროტსა არსება მისი გრძელია…


დატოვე კომენტარი