
ზამთარი ილეოდა, როცა ბავშვის ტირილის ხმა შეერია ბუნების ხმაურს.
-გილოცავთ, გოგოა.
მამას თვალებზე ცრემლები მოადგა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ის ოცნება იყო, რომლის ახდენასაც მთელი ცხოვრება ელოდა. სამშობიაროს კაბინეტში შესულს ბავშვი დედის გულზე მწოლიარე დახვდა…
-ღმერთო რა სასწაულია… (ფიქრობდა თავისთვის)
პატარა გოგონა კი დიდი თვალებით შესცქეროდა მის წინ მდგარ მომღიმარ მამიკოს… და ასე ამ დღიდან მოყოლებული ისინი თითქოს ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ. პატარა ,მამიკოს ხელში იზრდებოდა და წამითაც არ უშვებდა ხელიდან. გადიოდა დღეები, თვეები, წლები… მამა ხედავდა, რომ პატარა, რომელიც სულ მის კალთას იყოს მიკერებული იზრდებოდა…
ერთ დღესაც გოგონა სახლში მოვიდა და ოჯახის წევრებს აცნობა , რომ შეყვარებული იყო და გათხოვებას აპირებდა. მამა აწითლდა… ეტყობოდა ენანებოდა შვილი გასათხოვებლად და სულაც არ იყო მზად თავისი პატარა გოგონა სხვისთვის გაეტანებინა. თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა. ცხოვრება ხომ ესეთია, შვილები იზრდებიან და მერე ფრინდებიან. . . ისე , როგორც მერცხლები…სწავლობენ ფრენას და მერე მიფრინავენ თავიანთი პატარა ფრთებით თბილ ქვეყნებში…
და დადგა ქორწილის დღეც. თეთრი , დიდი , ლამაზი კაბა…თაიგული… და აი მამაც, მოვიდა… კაცს, რომელსაც ცხოვრებაში თვალებზე ცრემლი არ მოსდგომოდა, ახლა თვალები ჩაცრემლებოდა. ეს სიხარულიც იყო და ამავდროულად განშორების ტკივილიც… ბევრი გრძნობა ირეოდა ერთმანეთში. მამას თავის პატარა გოგოს ხელი ეჭირა და ახლა უკვე ლამაზი ვარდებით მორთულ დარბაზში მიაცილებდა ადგილმდე, სადაც მას თავისი საქმრო ელოდებოდა. იწყებოდა ახალი ცხოვრება ორივესთვის…
-მა, თავს გაუფრთხილდი. გიყვარდეს შენი ქმარი მთელი შენი გულით. პატარა წყენა მოითმინე კიდეც, მაგრამ მე არ მითხრა, რადგან შენ გადაგივლის მე კი არასოდეს ვაპატიებ მას შენი გულის ტკენას!
მამა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტნენ… ირგვლივ მარში უკრავდა…თეთრი ყვავილები თოვდა…გულში რაღაც უცნაური გრძნობა ჩამოწოლილიყო…თვალები კი ზღვასავით ამღვრეულიყო.. ეს სიყვარული იყო, მამა-შვილური სიყვარული…
მამა არის ადამიანი, რომელიც არასოდეს იმჩნევს დარდს, მაგრამ თუ დააკვირდებით მის თვალებს აუცილებლად ამოიკითხავთ ყველაფერს… მამა არის ადამიანი, რომელიც კლდესავით გაუტეხელია, როცა საქმე მის შვილს ეხება… გოგოსთვის მამა იმდენად ძვირფასია , რომ საყვარელი ადამიანის ძებნისასაც კი ცდილობს მასში მამის მსგავსი იდეალური თვისებები დაინახოს…მამა გოგოსთვის გმირია.
ავტორი: მაია კვესლი
დატოვე კომენტარი