დაგვიანებული სინანული…

ვარდისფერი ყვავილები თოვდა გარეთ… რა მალე გადის წლები (ფიქრობდა თავისთვის და ხელს მჭიდროდ კიდებდა საწოლზე უგონოდ მწოლიარე მეუღლეს)… თითქოს წვიმის წვეთებად იღვრებოდა თითოეული მოგონება გონებაში, თვალები კი ზღვებით მღელვარებდნენ…
თითქოს ყველაფრის გაკეთება შეეძლო თავისი საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ მაინც უძლური აღმოჩნდა. სიმსივნე უკვე სხეულში ბოლომდე გაბატონებულიყო… რომ სცოდნოდა ასე მოხდეხოდა, ალბათ არასოდეს დატოვებდა მას. სხვის მკლავებში ალერსს იყო ატანილი, როცა ცოლის სავადმყოფოში წასვლის ამბავი შეატყობინეს…როცა ექიმმა უთხრა , რომ ქალის დღეები დათვლილი იყო, სწორედ მაშინ მიხვდა თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის თავისი მეუღლე…
რეანიმაციაში შევიდა. დაინახა ცოლი, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა, ახლა კი ალბათ იმაზე გაცილებით მეტს გრძნობდა მის მიმართ, ვიდრე მაშინ…
-გთხოვ, არ დამტოვო… ეხვეწებოდა მუდარის ხმით საწოლზე მიჯაჭვულ ცოლს…
ახლა გაახსენდა პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა, პირველი შვილის შეძენის სიხარული…პირველი ტკივილიც ახლა გაახსენდა… ყველაფერი გაახსენდა და ნანობდა, ნანობდა, რომ უფრო მეტი დრო არ გაატარა მასთან…ნანობდა ყველა დაკარგულ წამს , რადგან ხელიდან ეცლებოდა საყვარელი ადამიანი.
ქმარმა გაციებულ ხელებს თავისი ხელი შეახო… სითბომ, ქმრის სითბომ გამოაფხიზლა ქალი… თვალებზე ცრემლები მოადგა…. ცრემლმორეულმა ქმარმა ჰკითხა:
-რატომ არ მითხარი ავად რომ იყავი?
ქალს გაეღიმა და უთხრა:
-როცა ექიმმა მითხრა ჩემი დაავადების შესახებ , სახლში ტირილით დავბრუნდი… მინდოდა ჩაგხუტებოდი და იმდენად შეგეგრძნო ჩემი სითბო, რომ მთელი ცხოვრება გაგყოლოდა… მაგრამ სახლში მოსულს მობილურზე შენი მესიჯი დავინახე, სადაც შენი მეორე სიყვარული სასიყვარულო წერილს გწერდა. რა უნდა მეთქვა… არც არაფერი მითქვამს… შენ ნელ-ნელა ცივდებოდი და მე სრულიად უცხო ვხდებოდი შენთვის… მაგრამ ვინ იცის ეგებ ჩემი ბრალიცაა. მაგრამ ერთი მინდა გითხრა… მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ღალატს ვერავის ვაპატიებდი…მაგრამ შენ, შენ იმდენად შემიყვარდი, რომ ამის წინაშეც ისეთივე უძლური აღმოვჩნდი, როგორც ჩემი დაავადების წინაშე… ერთი განსხვავებით ოღონდ, დაავადება ნელ-ნელა მკლავდა, შენ კი ამ ამბით ერთიანად მოკალი ჩემში ყოველივე… მე მაინც მიყვარხარ და ამ სიყვარულს წავიღებ ბოლომდე. ერთს გთხოვ, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები , ჩვენი ეზოდან ყველაზე დიდი წითელი ვარდი მოწყვიტე და ჩემს საწოლთან დადე იმ ლარნაკში , რომელიც შენ მაჩუქე ჩემს პირველ დაბადების დღეზე…მიყვარდი და მეყვარები უსასრულოდ…
ეს თქვა და სული განუტევა…
ქმარი ცრემლებით იხრჩობოდა… თვალებს ხუჭავდა და ახელდა, სიზმარი უნდოდა ყოფილიყო , მაგრამ ეს მწარე რეალობა იყო…
ერთი კვირის შემდეგ ქმარი მართლაც მივიდა ეზოში , მოწყვიტა ყველაზე დიდი წითელი ვარდი და აიტანა საძინებელში… ლარნაკთან , რომ მივიდა და გადმოღება დააპირა, პატარა დღიური ჩამოვარდა… ეს იყო მათი მოგონებების დღიური… დღიურს კი ეწერა: მე ისევ შენთან ვარ, ამჯერად უკვე ფურცლებით, ვიცი ახლა ეს იმდენად ძვირფასი გახდება შენთვის, რამდენადაც მე ვიყავი ერთ დროს შენთვის ძვირფასი…ამ ვარდით კი გაგახსენე დრო, როცა ყოველდღე ჩემს სასთუმალთან მახვედრებდი წითელ ვარდებს… მიყვარხარ ძვირფასო…
ამ დღის შემდეგ , მთელი თავის ცხოვრების ბოლომდე კაცი ხალხს ეუბნებოდა: დააფასეთ დრო, გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანთან გასატარებლად, რადგან დრო მიდის და უკან არასოდეს , არასოდეს ბრუნდება! არავინ იცის ვისთვის როდის მოვა ის ბოლო წამი, ამიტომ თითოეული დღე უკანასკნელივით მსუყე და პირველივით ტკბილი უნდა იყოს. ცოლის საფლავზე ყოველდღე წითელი, სისხლისფერი ვარდები მიჰქონდა , იჯდა და საფლავის ქვიდან მომზირალი ცოლის პორტრეტს ესაუბრებოდა…ენატრებოდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑