ბიზნესი და ქველმოქმედება

ებრაული ტრადიციის თანახმად სიღარიბე და სიმდიდრე არა მხოლოდ ადამიანის პირად თვისებებზე, არამედ მეტწილად გამჩენის ნებაზეა დამოკიდებული. ერთსა და იმავე მდგომარეობაში შესაძლოა ერთს ,,ბედმა გაუღიმოს,” მეორეს არა, ებრაული ტრადიცია გვასწავლის, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა ადამიანს ზემოდან ეგზავნება. მაგრამ რისთვის შექმნა ღმერთმა ასეთიუთანასწორობა? ხომ შეიძლებოდა სამყაროს ისე მოწყობა, რომ ყველას დაახლოებით ერთნაირი წარმატება ჰქონოდათ, რომ არ მომხდარიყო ღარიბებისა და მდიდრების გაყოფა! ამ არც თუ ისე ადვილი საკითხის ერთ-ერთი პასუხი შემდეგნაირად ჟღერს: მატერიალური უთანასწორობა ადამიანებს ერთმანეთის დახმარების – ხესედის (სიკეთის გამოვლენის) საშუალებას აძლევს. ამგვარად ისინი საკუთარი ძალებით ეცდებიან სამყარო უფრო სამართლიანი გახადონ. ურთიერთდახმარება – ჯანსაღი საზოგადოების საფუძველია. ყველა ებრულ თემში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც გაჭირვებულებს ეხმარებიან. ყველა შეძლებულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი კუთვნილი სიმდიდრე სრულად მას არ ეკუთვნის: გამჩენმა მას შესაძლებლობა მისცა, რათა პირველ რიგში ღარიბებს დაეხმაროს. ეს ებრაული ბიზნესისერთ-ერთი საფუძველია.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑