
დიდი ხნის წინ ერთმა მოხუცმა თავის შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაუმხილა:
– თითოეულ ადამიანში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეგოიზმს, ამბიციასა და სიცრუეს. მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებასა და რწმენას.
შვილიშვილი, რომლის გულსაც ეს ამბავი ძალიან შეეხო, დაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:
– და ბოლოს რომელი მგელი გაიმარჯვებს?
მოხუცმა გაიღიმა და უპასუხა:
-ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ კვებავ…
დატოვე კომენტარი