ახლა არის დრო (ახლა არის შენი დრო!)

საყვარელო შვილო! არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის თავზე ნამდვილად ზრუნავს და ამავე დროს დარჩება უიმედობაში. როდესაც ადამიანს ესმის თავისი არსება და მისი მოვალეობა, მაშინ იცის, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის მხოლოდ საშუალება განიწმინდოს და კიდევ უფრო მიუახლოვდეს თავის მიზანს. შენი მოვალეობა არაა იჯდე და უყურო როგორ გადის დღეები. შენი მოვალეობაა — ყოველდღე გამოიყენო ყოველი წამი... Continue Reading →

რატომ ვაკეთებთ ფესახის შემდგომ შაბათს – გასაღების ფორმის ხალას?

      რა მოლოდინები გვაქვს ცხოვრებისგან? რას ვთვლით ბედნიერი ცხოვრების შემადგენელ აუცილებელ ნაწილებად? ალბათ ადამიანთა უმეტესობისთვის, ეს არის კარგი მეორე ნახევარი, შვილები, ჯანმრთელობა, კარგი შემოსავლის წყარო, კარგი სამსახური, ლამაზი - მდიდრული სახლი, რომელში ცხოვრებაც სასიამოვნო იქნება და ა.შ. ყველა თავისი ოცნებებიდან და შეხედულებიდან გამომდინარე, ქმნის ,,ბედნიერი ცხოვრების“ მისეულ ვერსიას.  თუმცა საინტერესოა, ადამიანებს რომლებსაც ეს ყველა ზემოთ... Continue Reading →

მეზონოთის კურთხევა – სგულა კარგი ფარნასისთვის

       ყოველ კურთხევას გააჩნია თავისი განსაკუთრებული სგულა. მაგალითად, მეზონოთის კურთხევა, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ (მაგალითისთვის ნამცვარზე), არის სგულა კარგი ფარნასისთვის. ჰაგეფენის კურთხევა - სგულაა მეორე ნახევრის მოძებნისთვის. ჰაყეცის კურთხევა - დაფეხმძიმებისთვის, ჰადამას კურთხევა - ჯანმრთელობისთვის, ხოლო შეჰაქოლის კურთხევა - აბსოლუტურად ყველა საკითხში შველისთვის. როგორც ვიცით, როდესაც ადამიანი წარმოსთქვამს კურთხევას და სხვა ადამიანები ისმენენ ამ კურთხევას, საჭიროა... Continue Reading →

ლეხა დოდი (საშაბათო სიმღერის) – ქართული შინაარსი

მოდი მეტრფევ ჩემო, შევეგებოთ სასძლოს, შაბათი მივიღოთ.    ,,დაიცავი და გახსოვდეს“ - ერთ სიტყვად გვასმინა (ეს მცნება) ერთიანმა ღმერთმა. უფალი ერთიანია, მისი სახელიც ერთიანია. მოსილჰყო სახელოვნებამ, დიდმშვენიერებამ და ქება-დიდებამ.    წამოდით, შაბათის შესაგეგბებლად! და ჩვენც წამოვალთმ რამეთუ ის არს წყარო კურთხევის. ოდითგან, ძველთაგან ის ცხებულია (დღეთა დედოფლად). ქმნადობის დასასრულია და განაზრახით - მისი საწყისი.   ... Continue Reading →

რას ვიძახით ,,შემაყ ისრაელ”-ის ტექსტში? (ქართული შინაარსი)

შემაყ ისრაელ ადო-ნაი ელო-ჰენუ ადო-ნაი ეხად: ისმინე ისრაელო! უფა-ლი, ჩვენი ღ'მერთი, არს უფალი ერთიანი. (წარმოითქმის მდუმარედ) კურთხეულია მისი მეუფების დიადი სახელი სამარადისოდ. გიყვარდეს უფა-ლი, შენი ღ'მერთი, მთელი შენი გულით და მთელი სულით, მთელი შენი შეძლებით. და ეს სიტყვები, რომლებსაც დღეს გამცნობ, გულში გქონდეს, შთააგონებდე შენს ძეებს და საუბრობდე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და შენი სვლის... Continue Reading →

არასოდეს დაკარგო გ’ამჩენის რწმენა (დამაფიქრებელი მაყასე)

დიდი ხნის წინათ ერთი ძალზედ მდიდარი კაცი ცხოვრობდა. ის ამბობდა, რომ ცედაკას მხოლოდ ისეთ გაჭირვებულს უწილადებდა, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი აღარ ექნებოდა.- ასეთი ადამიანი მუდამ ჩემი მადლიერი იქნება! - ფიქრობდა მდიდარი კაცი.მაგრამ მისდა გასაკვირად, ვერსად იპოვა ისეთი ღარიბი, რომელსაც იმედი ბოლომდე გადაწურული ჰქონდა.ერთ დღეს ქუჩაში მიმავალმა მშიერი და ძონძებში გახვეული კაცი შენიშნა:- კიდევ გაქვს რაიმეს... Continue Reading →

როშ-ჰაშანის სუფრაზე წარმოსათქმელი კურთხევები

ვინაიდან როშ-ჰაშანის დღეს, არ შეიძლება ტელეფონების გამოყენება, თხოვნაა წინ და წინ ამობეჭდოთ, რათა არ მოგიხდეთ შემდგომ საიტიდან წაკითხვა ხილის კურთხევა როშ-ჰაშანაში კიდუშის და ამოცის კურთხევების შემდეგ, სეფარადული ტრადიციით უმჯობესია ,,აყეცი“ - ხის ნაყოფი ვაკურთხოთ. ხის ნაყოფი - ,,აყეცი“           ავიღოთ ფინიკი და ამ ფინიკის კურთხევისას დავაფიქროთ, რომ გამოგვყავს სხვა სახეობის ხის ნაყოფებიც, რათა ყველა სახეობაზე... Continue Reading →

რა წერია ქეთუბაში? (ტექსტის თარგმანი)

რა წერია ქეთუბაში? ამა და ამ კვირის დღეს და თვის ამა და ამ რიცხვში, ამ წელს სამყაროს შექმნიდან, ამა და ამ ქალაქში. ვადასტურებთ, სასიძომ (სახელი და მამის სახელი), უთხრა ქალიშვილს (სახელი და მამის სახელი): ,, გახდი ჩემი მეუღლე მოშესა და ისრაელის კანონით. მე ვიმუშავებ (რათა გამოვიმუშაო ოჯახის საჭიროებისთვის), პატივი გცე შენ, უზრუნველგყო სარჩოთი და გამოვიჩინო... Continue Reading →

,, 10 რჩევა – თუ როგორ ვიყოთ კარგი ცოლი” -რაბი იცხაკ ბენ ელიაკიმისგან

10 რჩევა - გათხოვილი ქალისთვის იცხაკ ბენ ელიაკიმმა 1620 წელს თავის შვილებს დაუწერა წიგნი, რომლის სათაურია ,,სათნო გული" და მოიცავს კარგი მეუღლის ,,10 მცნებას" ფრთხილი იყავი, როდესაც ქმარი ბრაზობს, ამ მომენტში არ უნდა იყო მხიარული, არც ანჩხლი... გაიღიმე და ხმადაბლა ისაუბრე. შიმშილობა - რისხვის მამობილია, ქმარს დროულად მიართვი სადილი - არ აცდევინო. თუ სძინავს არ... Continue Reading →

ელულის თვე – 27-ე მიზმორი და თეშუბის ძალა

თეჰილიმის 27-ე ფსალმუნი ქართულად      ელულის თვეში მიღებულია, რომ ყოველდილით, შახრითის ლოცვის(დილის ლოცვის) შემდეგ, ითქვას 27-ე თეჰილიმის ფსალმუნი. ბრძანა რაბი იაკობ როკახმა თავის წიგნში ,,ლოცვის ჭიშკრები“(შაყარეი თფილოთ): რომ, ყველა ვინც ამბობს ,,მიზმორ ლედავიდ ორი ვეიშყი“ -ს (27-ე თეჰილიმის ფსალმუნი) როშ-ხოდეშ ელულიდან - სიმხათ თორამდე, მასზე ზემოთ სამყაროებში ცუდი განაჩენიც რომ იყოს გამოწერილი - უქმდება.... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

ზედა ↑