რაბი ხიდას რჩეულის თეჰილიმის მიზმორები (ყოველდღიური)

          უწმინდესი და უნეტარესი, კურთხეულხსენებული რაბი ხაიმ იოსეფ დავიდ აზულაი (რაბი ხიდა ჰაკადოში)

წიგნ ,,შომერ ისრაელ“-ში  რაბი ხიდა ჰაკადოში წერს: ,,ვიპოვე ძველი ნაწერი, წინა თაობების წმინდანი კაბალისტებისა, რომლებიც ამბობენ, რომ თუ წაიკითხავთ თეჰილიმის ფსალმუნებს ამ თანმიმდევრობით, გამჩენის დახმარებით, თქვენზე ვერ გაბატონდება იეცერ ჰარა, გადაურჩებით ყოველგვარ ცუდ რაიმეს, სენს, ზარალს, ეშმაკს, მაბეზღარა და დამსჯელ ანგელოზებსა და დაცული იქნებით ყოველგვარი ცუდი მოვლენისგან.“

კვირა დღის წასაკითხი

119 (ალეფ)

1.აშრე თემიმე დარეხ ჰაჰოლეხიმ, ბეთორათ ადონაი. 2.აშრე, ნოცერე ყედოთავ: ბეხოლ ლევ იდრეშუჰუ. 3. აფ, ლო ფაყალუ ყავლა; ბიდრახავ ჰალახუ. 4. ათა ცივითა ფიკუდეხა ლიშმორ მეოდ. 5. ახალაი, იქონუ დერახაი ლიშმორ ხუკეხა. 6. აზ ლო ევოშ ბეჰაბიტი, ელ ქოლ მიცვოთეხა.7.ოდეხა, ბეიოშერ ლევავ ბელომდი, მიშფეტე ციდკეხა. 8. ეთ ხუკეხა ეშმორ; ალ თაყაზვენი ყად მეოდ.

1. ნეტარ არიან გზაუბიწონი, უფლის სჯულზე რომ იარებიან. 2. ნეტარ არიან შემსრულებელნი მისთა მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ უფალსა ჩვენსას. 3. და არ იქმიან უკანონობას, გზებითა უფლისა დადიან მხოლოდ. 4. შენ დაავალე შენს ბრძანებათა შენახვა ფრიად. 5. ნეტამც წარმართო გზანი ჩემნი დასაცავად წესების შენთა. 6. აი, მაშინ კი არ გავწბილდები, ოდეს შევხედავ შენს ყოველ მცნებას. 7. და მთელი გულით განგადიდებდი, როს მასწავლიდი შენს სამართლიან კანონმდებლობას.  8. შევინახავ წესდებათ შენთა, ნუ მიმატოვებ ერთი წამითაც.

119 (ბეთ)

9. ბამე იეზაქე ნაყარ, ეთ ორხო ლიშმორ, ქიდვარეხა.  10. ბეხოლ ლიბი დერაშთიხა; ალ თაშგენი, მიმიცვოთეხა. 11. ბელიბი, ცაფანთი იმრათეხა ლემაყან, ლო ეხეტა ლახ.     12. ბარუხ ათა ადონაი ლამედენი ხუკეხა. 13. ბისფათაი სიფართი ქოლ, მიშფეტე ფიხა. 14. ბედერეხ ყედევოთეხა სასთი ქეყალ ქოლ ჰონ. 15. ბედიკუდეხა ასიხა; ვეაბიტა, ორეხოთეხა. 16. ბეხუკოთეხა ეშთაყაშაყ; ლო ეშქახ დევარეხა.

9. რარიგ დაიცვას ყმაწვილკაცმა სიწმინდე გზისა? სიტყვისამებრ მხოლოდღა შენის.    10. მთელი გულით ვისწრაფვი შენსკენ, ნუ გადამაცდენ მცნებათგან შენთა.       11. გულთ ჩავიმარხე სიტყვანი შენი, რომ არ შევცოდო.   12.კურთხეული ხარ, უფალო ჩვენო, შემასწავლე შენმიერი მართლმსაჯულება.  13. ჩემი პირით ვახმიანებდი კანონებს ყველას, გამომავალთ ბაგეთგან შენთა. 14. შენთა მცნებათა გზაზე დამდგარი, ნებისმიერ სიმდიდრეზე უმეტესს ვხარობ. 15. შენს ბრძანებებზე ვისაუბრებ და დავაკვირდები სავალ გზებს შენსას. 16. ვისიამოვნებ წესებით შენით, არ დავივიწყებ ნაუბარს შენსას.

119 (გიმელ)

17.გემოლ ყალ ყავდეხა ეხიე; ვეეშმერა დევარეხა. 18. გალ ყენაი ვეაბიტა ნიფლაოთ, მითორათეხა. 19. გერ ანოხი ვაარეც; ალ თასთერ მიმენი, მიცვოთეხა. 20. გარესა ნაფში ლეთაავა ელ მიშფატეხა ვეხოლ ყეთ. 21. გაყართა, ზედიმ არურიმ ჰაშოგიმ, მიმიცვოთეხა. 22. გალ მეყალაი, ხერფა ვავუზ: ქი ყედოთეხა ნაცართი. 23. გამ იაშევუ სარიმ, ბი ნიდბარუ, ყავდეხა იასიახ ბეხუკეხა. 24. გამ ყედოთეხა, შაყაშუყაი ანშე ყაცათი.

17. კეთილი მიაგე მონასას შენსას, რათა ვიცოცხლო და შევინახო სიტყვანი შენი. 18. აღმიხილე თვალები, რათა განვჭვრიტო საოცრებანი შენი სჯულისა. 19. მწირად მოვსულვარ ქვეყანას ამას, ნუ დამიმალავ მცნებებსა შენსა. 20. მოიქანცა სული ჩემი ყოველ ჟამს შენი კანონებისკენ სწრაფვის სურვილით. 21. უკეთურებს და წყეულებს, შენს მცნებათაგან გადამდგარებს, რისხვა დაატეხ. 22. ამარიდე სირცხვილი და შეურაცხჰყოფა, რამეთუ ფრიად ვინახავდი შენეულ მცნებებს. 23. და როს მთავარნი ისხდნენ და ჩემზე ენას აჭარტალებდნენ, შენი მონა შენს წეს-კანონებს შეიწავლიდა. 24. შენი მცნებები -სიამოვნებას მანიჭებენ, მრჩევლებად მიხამს.

120-ე

1. შირ ჰამაყალოთ: ელ ადონაი, ბაცარათა ლი კარათი ვაიყანენი. 2. ადონაი ჰაცილა ნაფში, მისეფათ შეკერ: მილაშონ რემია. 3. მა ი თენ ლეხა, უმა იოსიფ ლახ ლაშონრემია. 4. ხიცე გიბორ შენუნიმ; ყიმ, გახალე რეთამიმ. 5. ოია ლი, ქი გართი მეშეხ; შახანთი, ყიმ აჰოლე კედარ. 6. რაბათ შახენა ლაჰ ნაფში ყიმ, სონე შალომ.7. ანი შალომ ვეხი ადაბერ; ჰემა, ლამილხამა.

1. სიმღერა აღმასვლათა. მოვუხმე უფალს ჟამსა ჩემი შეჭირვებისას და მიპასუხა. 2.იხსენ, უფალო, სული ჩემი ცრუ ბაგეთაგან, ორგულთ ენისაგან. 3. რას შეგმატებს და რას მოგცემს შენ ენა მზაკვარი? 4.ვითარც ისრები მეომარისა, ორსეულები, ვით ნაღვერდლები ძეძვის და ეკლის. 5. ვაგლახ მე, რამეთუ მეშეხთან ვიყავ, ვბინადრობდი იშმაელიტთა კარავთ მახლობლად. 6. დიდხანს სუფევდა სული ჩემი მშვიდობის მტრებთან. 7. მე – მშვიდობით, თუმც რაჟამს რაიმეს ვეტყვი, მყისვე საომრად აღიძვრებიან.  

121

1.შირ ლამაყალოთ: ესა ყენაი, ელ ჰეჰარიმ მეაინ, იავო ყეზრი. 2. ყეზრი, მეყიმ ადონაი ყოსე, შამაიმ ვაარეც. 3. ალ ითენ ლამოტ რაგლეხა; ალ იანუმ, შომერეხა. 4. ჰინე ლო იანუმ, ველო იშან შომერ, ისრაელ. 5. ადონაი შომერეხა; ადონაი ცილეხა, ყალ იად იემინეხა. 6. იომამ, ჰაშემეშ ლო იაქექა; ვეიარეახ ბალაილა. 7. ადონაი, იშმორხა მიქოლ რაყ: იშმორ, ეთ ნაფშეხა. 8. ადონაი, იშმორ ცეთეხა უვოეხა მეყათა, ვეყად ყოლამ.

1. სიმღერა აღმასვლათა. მთებისკენ აღვაპყრობ თვალებს – საიდან მოვა შეწევნა ჩემი? 2. ჩემი შეწევნა უფლისგან არს, ცისა და მიწის დამბადებლისგან. 3. ფეხებს შენსას არ წააბორძიკებს – არა, არ ჩასთვლემს გუშაგი შენი. 4. აჰა, არცა თვლემს და არცა სძინავს გუშაგსა ისრაელისას. 5. უფალია მფარველი შენი, უფალი – შენი აჩრდილია, შენი მარჯვენის გვერდით მსუფევი. 6. დღისით მზე არ მოგიტანს ზიანს, და ღამით მთვარე.                  7. უფალი გიხსნის ყოველგვარი სიავისგან, დაიცავს შენს სულს. 8. დაიცავს უფალი შენს წასვლა-მოსვლას ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე.

124

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ, იომარ ნა ისრაელ. 2. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ ბეკუმ ყალენუ ადამ. 3. აზაი ხაიმ ბელაყუნუ ბახაროთ აფამ ბანუ. 4. აზაი ჰამაიმ შეტაფუნუ, ნახლა ყავარ ყალ ნაფშენუ 5. აზაი ყავარ ყალ ნაფშენუ ჰამაიმ ჰაზედონიმ. 6. ბარუხ ადონაი, შელო ნეთანანუ ტერეფ ლეშინეჰემ. 7. ნაფშენუ ქეციფორ ნიმლეტა მიფახ იოკეშიმ. ჰაფახ ნიშბარ ვაანახნუ ნიმლატნუ. 8. ყეზრენუ ბეშემ ადონაი, ყოსე შამაიმ ვაარეც.

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – დე ილაპარაკოს ისრაელმა ამის შესახებ! 2. უფალი რომ არ მდგარიყო ჩვენთან, როს აღსდგა ჩვენზე მოდგმა ადამის, 3. და რაჟამს ჩვენს მიმართ აღინთნენ რისხვით, ცოცხლად გვშთანთქავდნენ. 4. წაგვლეკავდნენ მაშინ ჩვენ წყლები, გადაუვლიდა ნიაღვარი სულებსა ჩვენსას. 5. და წარხოცავდნენ მაშინ სულებსა ჩვენსას ბოროტების ნაკადულები.                              

6. კურთხეულია უფალი ჩვენი, რომ არ შთაგვაგდო დასაფლეთად მათ კბილთა შორის. 7. და სული ჩვენი მსგავსია ჩიტის, თავს რომ დააღწევს მონადირის დაგებულ ბადეს, – კაკანათი დამსხვრეულია, ჩვენ კი გადავრჩით. 8. შეწევნა ჩვენი სახელისგან უფლისა არის – ცისა და ქვეყნის შემოქმედისგან!

ორშაბათი დღის  წასაკითხი

119 (დალეთ)

25. დავეკა ლეყაფარ ნაფში: ხაიენი, ქიდვარეხა. 26. დერახაი სიფართი, ვათაყანენი: ლამედენი ხუკეხა. 27. დერეხ ფიკუდეხა ჰავინენი; ვეასიხა, ბენიფლეოთეხა. 28. დალეფა ნაფში, მითუგა; კაიემენი, ქიდვარეხა. 29. დერეხ შეკერ, ჰასერ მიმენი; ვეთორათეხა ხონენი. 30. დერეხ ემუნა ვახართი: მიშფატეხა შივითი. 31. დავაკთი ვეყედევოთეხა: ადონაი, ალ თევიშენი. 32. დერეხ მიცვოთეხა არუც: ქი თარხივ ლიბი. 

25. ჩემი სული მიწას მიეკრა, გამომაცოცხლე შენი სიტყვებით. 26. გზანი ჩემნი განგიცხადე და შენც მიპასუხე – შემასწავლე წესები შენი.       27. მცნებათა შენთა გზანი მიჩვენე და საოცრებებზე შენეულზე ვილაპარაკებ.                 28. სული ჩემი სევდამ დაადნო, გამამხნევე შენმიერი სიტყვიერებით. 29. განმარიდე გზას სიცრუისას და მომეც ნება, შენს თორას ჩავწვდე. 30. ჭეშმარიტების გზა ავირჩიე, შენეული მართლმსაჯულება წინ დავაყენე.     31. მტკიცედ მივეკარ შენეულ მცნებათ, ნუ გამაწბილებ, უფალო ჩემო.   32. მცნებათა შენთა გზებით ვისწრაფვი, რამეთუ გული ჩემი განავრცე.

119 (ჰეი)

33. ჰორენი ადონაი, დერეხ ხუკეხა; ვეეცერენა ყეკევ.              34. ჰავინენი, ვეეცერა თორათეხა; ვეეშმერენა ვეხოლ ლევ. 35. ჰადრიხენი, ბინთივ მიცვოთეხა; ქი ვო ხაფაცთი. 36. ჰატ ლიბი, ელ ყედევოთეხა; ვეალ ელ ბაცაყ. 37. ჰაყავერ ყენაი, მერეოთ შავ; ბიდრახეხა ხაიენი. 38. ჰაკემ ლეყავდეხა, იმრათეხა აშერ, ლეირათეხა. 39. ჰაყავერ ხერფათი, აშერ იაგორთი: ქი მიშფატეხა ტოვიმ. 40. ჰინე, თაავთი ლეფიკუდეხა; ბეციდკათეხა ხაიენი.

33. მიჩვენე უფალო სავალი გზა შენს წესდებათა და განუხრელად დავიცავ მე მათ. 34. დამარიგე, და შევინახავ შენეულ თორას, მთელი გულით დავიცავ. 35. წარმიძეხ შენთა მცნებათა გზაზე, რამეთუ სასურველნი არიან ჩემთვის. 36. მიაპყარ ჩემი გული მცნებათა შენთა, და განმარიდე ანგარებისგან, 37. ააცილე თვალნი ჩემნი ამაობის ცქერასა და შენეული გზებით მაცოცხლე.                   38. შეუსრულე მონასა შენსას აღთქმანი შენი, მიცემული წინაშე მოშიშთა შენთა. 39. განმარიდე სირცხვილს, გულს მეტის მეტად რომ მიმძიმებს, – შენი სამართალი ხომ კეთილია. 40. აჰა, შენი მცნებანი ფრიად ვისურვე. მაცოცხლე შენეული მართლმსაჯულებით.

119 (ვავ)

41. ვივოუნი ხასადეხა ადონაი; თეშუყათეხა, ქეიმრათეხა. 42. ვეეყენე ხორეფი დავარ: ქი ვატახთი, ბიდვარეხა.               43. ვეალ თაცელ მიფი დევარ ემეთ ყად მეოდ: ქი ლემიშფატეხა, იხალთი. 44. ვეეშმერა თორათეხა თამიდ ლეოლამ ვაყედ 45. ვეეთჰალეხა ვარეხავა. ქი ფიკუდეხა დარაშთი. 46. ვაადაბერა ვეყედოთეხა, ნეგედ მელახიმ; ველო ევოშ. 47. ვეეშთაყაშაყ ბემიცვოთეხა, აშერ აჰავთი.     48. ვეესა ხაფაი ელ მიცვოთეხა, აშერ აჰავთი; ვეასიხა ვეხუკეხა. 

41. დე, უფალო, მოაღწიოს ჩემთან წყალობამ შენმა, შველამ შენმა შენეული სიტყვების კვალად. 42. და პასუხს გავცემ მაწყევართ ჩემთა, იმედნეული შენი სიტყვების. 43. და არ წარხოცო ჩემთა ბაგეთგან ჭეშმარიტების სიტყვა სრულიად, რადგან მართსაჯულებით შენით ვსასოებ. 44. და შენს თორას მარად დავიცავ, შევინახავ უკუნითი უკუნისამდე.     45. და ლაღად ვივლი გაშლილ სივრცეში, რადგან მუდამდღე შენთა მცნებათკენ მივისწრაფვოდი. 46. ვამცნობ მეფეებს მცნებებს შენსას და არ შემრცხვება. 47. და მანუგეშებს მცნებანი შენი, რადგანაც ფრიად მიყვარს ისინი. 48. და ხელთ აღვაპყრობ შენს მცნებათაკენ, რომლებიც მიყვარს და შევისწავლი წესდებას შენსას.

122-ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. სამახთი ბეომერიმ ლი: ბეთ ადონაი ნელეხ. 2. ყომედოთ ჰაიუ რაგლენუ ბიშყარაიხ, იერუშალაიმ. 3. იერუშალაიმ ჰაბენუია ქეყირ, შეხუბერა ლაჰ იახდავ. 4. შეშამ ყალუ შევატიმ- შივტე იაჰ, ყედუთ ლეისრაელ, ლეჰოდოთ ლეშემ ადონაი. 5. ქი შამა იაშევუ ხისოთ ლემიშფატ, ქისოთ ლევეთ დავიდ. 6. შაალუ შელომ იერუშალაიმ, იშლაიუ ოჰავაიხ. 7. იეჰი შალომ ბეხელეხ, შალვა ბეარმენოთაიხ. 8. ლემაყან ახაი ვერეყაი ადაბერა ნა შალომ ბახ. 9. ლემაყან ბეთ ადონაი ელოჰენუ ავაკშა ტოვ ლახ.   

1.სიმღერა აღმასვლათა, დავიდისთვის. მიხაროდა, ოდეს მეტყოდნენ: ,,უფლის სახლში წავიდეთ.“ 2. ფეხნი ჩვენნი შენს ჭიშკრებში იდგნენ, იერუშალაიმ. 3. იერუშალაიმი ნაგებია, ვითარც ქალაქი, ერთიანი და შერწყმული ერთად, 4. სადაც ადიან შტონი უფლისანი, უფლის ხალხისანი – მოწმობად ისრაელისა – უფლის სახელის განსადიდებლად. 5. რამეთუ იქ ტახტი სუფევს მართლმსაჯულების, ტახტი დავიდის სახლეულისა. 6. ითხოვეთ მშვიდობა იერუშალაიმისთვის, სიმშვიდე მისთა მოყვარულთათვის. 7. დაე სუფევდეს მშვიდობა შენთა ზღუდეთა შინა, სიმშვიდე – შენთა სასახლეებში. 8. ჩემთა ძმათა და მოყვასთა გამო ვამბობ: ,,მშვიდობა შენდა!“ 9. და უფლის, ჩვენი ღმერთის სახლის გულისთვის გამოვითხოვ წყალობას შენთვის.

123-ე

1. შირ ჰამაყალოთ. ელეხა ნასათი ეთ ყენაი, ჰაიოშევი ბაშამაიმ. 2. ჰინე ხეყენე ყავადიმ ელ იად ადონეჰემ, ქეყენე შიფხა ელ იად გევირთა, ქენ ყენენუ ელ ადონაი ელოჰენუ, ყად შეიეხონენუ. 3. ხონენუ ადონაი, ხონენუ, ქი რავ სავაყნუ ვუზ. 4. რაბათ სავეყა ლაჰ ნაფშენუ ჰალაყაგ ჰაშაანანიმ, ჰაბუზ ლიგე იონიმ.

1. სიმღერა აღმასვლათა. შენსკენ აღვაპყრობ თვალებსა ჩემსას, ზეცათა შინა დამკვიდრებულო. 2. აი, ვითარცა მზერა მონათა – მიმართული ბატონთ ხელთაკენ, ვით მზერა მხევლის – მიმართული ქალბატონის ხელებისაკენ, ასე რიგად არს მიმართული თვალნიცა ჩვენი უფლისაკენ, ჩვენი ღმერთისაკენ, შეგვიწყალებდეს ვიდრე წყალობით.    3. ო, შეგვიწყალე, შეგვიწყალე, უფალო ჩვენო, სიძულვილით აღვივსეთ რადგან. 4. ფრიად აღივსო სული ჩვენი თვითკმაყოფილთა დაცინვით და სიძულვილით ამპარტავანთა.

124-ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ, იომარ ნა ისრაელ. 2. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ ბეკუმ ყალენუ ადამ. 3. აზაი ხაიმ ბელაყუნუ ბახაროთ აფამ ბანუ. 4. აზაი ჰამაიმ შეტაფუნუ, ნახლა ყავარ ყალ ნაფშენუ 5. აზაი ყავარ ყალ ნაფშენუ ჰამაიმ ჰაზედონიმ. 6. ბარუხ ადონაი, შელო ნეთანანუ ტერეფ ლეშინეჰემ. 7. ნაფშენუ ქეციფორ ნიმლეტა მიფახ იოკეშიმ. ჰაფახ ნიშბარ ვაანახნუ ნიმლატნუ. 8. ყეზრენუ ბეშემ ადონაი, ყოსე შამაიმ ვაარეც.   

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – დე ილაპარაკოს ისრაელმა ამის შესახებ! 2. უფალი რომ არ მდგარიყო ჩვენთან, როს აღსდგა ჩვენზე მოდგმა ადამის, 3. და რაჟამს ჩვენს მიმართ აღინთნენ რისხვით, ცოცხლად გვშთანთქავდნენ.   4. წაგვლეკავდნენ მაშინ ჩვენ წყლები, გადაუვლიდა ნიაღვარი სულებსა ჩვენსას. 5. და წარხოცავდნენ მაშინ სულებსა ჩვენსას ბოროტების ნაკადულები.  6. კურთხეულია უფალი ჩვენი, რომ არ შთაგვაგდო დასაფლეთად მათ კბილთა შორის. 7. და სული ჩვენი მსგავსია ჩიტის, თავს რომ დააღწევს მონადირის დაგებულ ბადეს, – კაკანათი დამსხვრეულია, ჩვენ კი გადავრჩით. 8. შეწევნა ჩვენი სახელისგან უფლისა არის – ცისა და ქვეყნის შემოქმედისგან!

სამშაბათი დღის წასაკითხი

119 (ზაინ)

49. ზეხორ დავარ, ლეყავდეხა ყალ, აშერ იხალთანი.50. ზოთ ნეხამათი ვეყონი; ქი იმრათეხა ხიიათნი. 51. ზედიმ, ჰელიცუნი ყად მეოდ; მითორათეხა, ლო ნატითი.   52. ზახართი მიშფატეხა მეყოლამ ადონაი: ვაეთნეხამ.   53. ზალყაფა ახაზათნი, მერეშაყიმ ყოზევე, თორათეხა.  54. ზემიროთ, ჰაიუ ლი ხუკეხა ბევეთ მეგურაი. 55. ზახართი ვალაილა შიმხა ადონაი; ვაეშმერა, თორათეხა. 56. ზოთ ჰაიეთა ლი: ქი ფიკუდეხა ნაცართი.   

49. გაუხსენე შენს მონას სიტყვა, ნათქვამი შენი, რითაც ვსასოებ. 50. ეს არს ნუგეში ჩემი გაჭირვების ჟამს, რადგან მაცოცხლებს ნათქვამი შენი. 51. უკეთურნი მეტისმეტად მაქილიკებდნენ, მაგრამ შენს მცნებებს არ განვუდექი52. ვიხსენებდი შენს მარადიულ მართლმსაჯულებას, და ვიქარვებდი დარდს შემოწოლილს. 53. ძრწოლვამ შემიპყრო უკეთურთ გამო, შენი მოძღვრება რომ მიატოვეს. 54. შენი წესები საგალობლებად გადამექცა ყველა იმ სახლში, სადაც ვმკვიდრობდი. 55. ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო ჩემო, და შენს თორას ვიცავდი ფრიად.   56. ჩემი ხვედრი ასეთი იყო, რადგან ვიცავდი ბრძანებათ შენთა.

119 (ხეტ)

57. ხელკი ადონაი ამართი ლიშმორ დევარეხა. 58. ხილითი ფანეხა ვეხოლ ლევ: ხონენი ქეიმრათეხა. 59. ხიშავთი დერახაი; ვააშივა რაგლაი, ელ ყედოთეხა.60. ხაშთი ველო ჰითმაჰამთი ლიშმორ, მიცვოთეხა. 61. ხევლე რეშაყიმ ყივედუნი: თორათეხა, ლო შახახთი. 62. ხაცოთ ლაილა აკუმ, ლეჰოდოთ ლახ: ყალ, მიშფეტე ციდკეხა. 63. ხავერ ანი, ლეხოლ აშერ იერეუხა; ულშომერე, ფიკუდეხა.      64. ხასდეხა ადონაი, მალეა ჰაარეც; ხუკეხა ლამედენი.

57. ,,ჩემი ხვედრია,- ვთქვი, უფალო, შენახვა ფრიად სიტყვათა შენთა.“ 58. და მთელი გულით გევედრებოდი, რომ დაგეცავი შენს სიტყვისამებრ. 59. ავწონ დავწონე მე გზანი ჩემნი და, ტერფნი ჩემნი მივაქციე შენთა მცნებათკენ. 60. არ ვაყოვნებდი, ფრიად ვჩქარობდი შენთა მცნებათა აღსასრულებლად. 61. გარს შემომერტყა უკეთურთა მავთულ-ხლართები – შენი სჯული არ დავივიწყე.   62. შუაღამისას ვდგები, რათა ხოტბა შევასხა შენს სამართლიან კანონმდებლობას. 63. მოძმედ მივიღებ ყოველს, რომელიც თრთის შენს წინაშე და შენს მცნებებს იცავს. 64. შენი წყალობით, უფალო ჩვენო, სავსეა მთელი ქვეყნიერება, – შემასწავლე შენი მოძღვრება.

119 (ტეტ)

65. ტოვ ყასითა ყიმ ყავდეხა ადონაი, ქიდვარეხა. 66. ტუვ ტაყამ ვადაყათ ლამედენი: ქი ვემიცვოთეხა ჰეემანთი. 67. ტერემ ეყენე, ანი შოგეგ; ვეყათა იმრათეხა შამართი. 68. ტოვ ათა უმეტივ: ლამედენი ხუკეხა. 69. ტაფელუ ყალაი შეკერ ზედიმ; ანი, ბეხოლ ლევ ეცორ ფიკუდეხა. 70. ტაფაშ ქახელევ ლიბამ; ანი, თორათეხა შიყაშაყთი. 71. ტოვ ლი ხი ყუნეთი ლემაყან, ელმად ხუკეხა. 72. ტოვ ლი თორათ ფიხა მეალფე, ზაჰავ ვაქასეფ.

65. მიაგე სიკეთე მონასა შენსა, უფალო ჩემო, შენეული სიტყვებისამებრ. 66. მომამადლე გაგება და კეთილგონიერება, რადგან ვირწმუნე მცნებანი შენნი. 67. ვიდრე სატანჯველს გადავიტანდი, ფრიად ვცდებოდი, ახლა კი ვიცავ სიტყვასა შენსას. 68. კეთილი ხარ და კეთილმყოფელი, – შემასწავლე წესები შენი.  69. უკეთურები ტყუილს მიჩმახავენ, მაინც შენს მცნებებს ვინახავ გულით. 70. მათმა გულებმა ქონი მოიდო, მე – შენი თორა მანუგეშებდა. 71. ვეწამე, მაგრამ კარგია ჩემთვის, რათა მესწავლა წესები შენი. 72. ვამჯობინებ სჯულს შენი ბაგისას ათას ოქროს და ვერცხლის უმეტესს.

125-ე

1. შირ ჰამაყალოთ; ჰაბოტეხიმ ბადონაი ქეჰარ ციიონ ლო იმოტ, ლეყოლამ იეშევ. 2. იერუშალაიმ ჰარიმ, სავივ ლაჰ: ვადონაი, სავივ ლეყამო მეყათა ვეყად ყოლამ. 3. ქი ლო იანუახ, შევეტ ჰარეშაყ ყალ, გორალ ჰაცადიკიმ: ლემაყან ლო იშლეხუ ჰაცადიკიმ ბეყავლათა იედეჰემ. 4. ჰეტივა ადონაი ლატოვიმ; ველიშარიმ, ბელიბოთამ. 5. ვეჰამატიმ ყაკალკალოთამ იოლიხემ ადონაი, ეთ ფოყალე ჰაავენ: შალომ, ყალ ისრაელ.   

1. სიმღერა აღმასვლათა. უფლის მოსავნი მსგავსი არიან ციონის მთისა – არ შეირყევა იგი, სამარადჟამოდ ჰგიეს.  2. იერუშალაიმი მთებით არის გარემოცული, ასევე უფალი თავისი ხალხის გარშემოა – აწ და მარადის. 3. რამეთუ კვერთხი ბოროტეულის არ დაიდება მართალთა ხვედრზე, ვინძლო მართლებმა არ გაიწოდონ სიმრუდისკენ თვისი ხელები.  4. უბოძე წყალობა, უფალო ჩვენო, კეთილთ და მართალთ. 5. ხოლო მრუდე გზით მავალთ უფალი ჩვენი გაამწესებს დასაღუპავად უკანონობის მქმნელებთან ერთად.

126-ე

1. შირ ჰამაყალოთ: ბეშუვ ადონაი, ეთ შივათ ციიონ ჰაინუ, ქეხოლემიმ. 2. აზ იმალე სეხოკ, ფინუ ულშონენუ რინა:  2. აზ, იომერუ ვაგოიმ ჰიგდილ ადონაი, ლაყასოთ ყიმ ელე. 3. ჰიგდილ ადონაი ლაყასოთ ყიმანუ ჰაინუ სემეხიმ. 4. შუვა ადონაი, ეთ შევითენუ ქააფიკიმ ბანეგევ. 5. ჰაზორეყიმ ბედიმყა ბერინა იკცორუ. 6. ჰალოხ იელეხ, უვახო ნოსე მეშეხ ჰაზარაყ: ბო იავო ვერინა ნოსე ალუმოთავ.

1. სიმღერა აღმასვლათა. ოდეს უფალი დააბრუნებს ციონის ტყვეთა, თავი სიზმარში გვეგონება ნეტარებისგან. 2. ბაგენი ჩვენნი აღივსება მაშინ სიცილით, და ენა ჩვენი – საგალობლებით. მაშინ იტყვიან ხალხთა შორის:,,დიდი სასწაული მოიმოქმედა უფალმა მათთვის!“ 3. და როს უფალი დიდ სასწაულს გამოგვიგზავნის, ვიმხიარულებთ! 4. დააბრუნე უფალო, ტყვეები ჩვენი, ვით წყლის ნაკადნი – უდაბნოსა ნეგევისასა. 5. ცრემლით მთესველნი გალობით იმკიან. 6. ის, ვინც ტირილით თესავდა თესლსა, ძნებით დატვირთული გალობით ბრუნდება.

127-ე

1. შირ ჰამაყალოთ, ლიშლომო: იმ ადონაი ლო ივნე ბაით შავ ყამელუ ბონავ ბო; იმ ადონაი ლო იშმორ ყირ, შავ შაკად შომერ. 2. შავ ლახემ მაშქიმე კუმ, მეახარე შევეთ ოხელე, ლეხემ ჰაყაცავიმ; ქენ ითენ ლიდიდო შენა. 3. ჰინე ნახალათ ადონაი ბანიმ: სახარ, ფერი ჰაბატენ. 4. ქეხიციმ ბეიად გიბორ ქენ, ბენე ჰანეყურიმ. 5. აშრე ჰაგევერ აშერ მილე ეთ აშფათო, მეჰემ: ლო იევოშუ ქი იედაბერუ ეთ ოიევიმ ბაშაყარ.

1.სიმღერა აღმასვლათა, შელომოსათვის (სოლომონისთვის). თუ სახლს უფალი არ ააშენებს, ამაოდ დაშვრებიან მშენებლები. თუ ქალაქს უფალი არ დაიცავს, ფუჭად იფხიზლებს გუშაგი. 2.ამაოდ დგებით დილაადრიან, გვიანობამდე ირჯებით, პურს ტანჯვით მიირთმევთ, იმას, ვინც უყვარს, ყოველივის ძილში უბოძებს. 3.აჰა, უფლისმიერი მემკვიდრეობა – ვაჟიშვილები, საზღაური – ნაყოფი მუცლის. 4. ვაჟიშვილები ჟამსა ყრმობისას – როგორც ისრები ხელსა გმირისა. 5. ნეტარ არს კაცი, რომელიც კარპაჭს მათით აავსებს. არ გაწბილდება, როს ლაპარაკი მოუწევს მტერთან, ჭიშკარს მომდგართან.

ოთხშაბათი დღის წასაკითხი

119 (იუდ)

73. იადეხა ყასუნი, ვაიხონენუნი: ჰავინენი, ვეელმედა მიცვოთეხა. 74. იერეეხა, ირუნი ვეისმახუ; ქი ლიდვარეხა იხალთი. 75. იადაყთი ადონაი, ქი ცედეკ მიშფატეხა; ვეემუნა, ყინითანი. 76. იეჰი ნა ხასდეხა ლენახამენი ქეიმრათეხა ლეყავდეხა. 77. იევოუნი რახამეხა ვეეხიე: ქი თორათეხა, შაყაშუყაი. 78. იევოშუ ზედიმ, ქი შეკერ ყივეთუნი; ანი ასიახ ბეფიკუდეხა. 79. იაშუვუ ლი იერეეხა; ვეიოდეყე, ყედოთეხა. 80. იეჰი ლიბი თამიმ ბეხუკეხა ლემაყან, ლო ევოშ.  

73. შემქმნეს შენმა ხელებმა და განმამტკიცეს, მაშ შთამაგონე – და შევისწავლი მცნებებსა შენსას. 74.მოშიშნი შენი მნახავენ და გაიხარებენ, ვინაიდან შენეული სიტყვით ვსასოებ. 75. ვიცი, უფალო, რომ სამართლიანია სამსჯავრო შენი, და სამართლიანად განმიკითხე. 76. დე, მანუგეშოს წყალობამ შენმა, როგორც აღუთქვი მონასა შენსა. 77. დე, შენეული გულმოწყალება მოვიდეს ჩემდა, და გამოვცოცხლდები, რადგან სჯული შენი ჩემი იმედი და სასოებაა. 78. დე, უკეთურნი შერცხვენილ იქნან, რადგან ტყუილად მწამებდნენ ცილს, – მე კი მცნებებზე შენზე ვილაპარაკებ. 79. დაე, მოშიშნი შენი და შემმეცნებელნი მცნებათა შენთა მოიქცნენ ჩემდა. 80. და ჩემი გული უბიწო იყოს შენს კანონებში, რათა არ შევრცხვე.

119 (ხაფ)

81. ქალეთა ლითშუყათეხა ნაფში; ლიდვარეხა იხალთი. 82. ქალუ ყენაი, ლეიმრათეხა ლემორ, მათაი თენახამენი. 83. ქი ჰაითი, ქენოდ ბეკიტორ, ხუკეხა ლო შახახთი. 84. ქამა იემე ყავდეხა; მათაი თაყასე ვეროდეფაი მიშფატ, 85. ქარუ ლი ზედიმ შიხოთ აშერ, ლო ხეთორათეხა. 86. ქოლ მიცვოთეხა ემუნა; შეკერ რედაფუნი, ყოზრენი. 87. ქიმყატ, ქილუნი ვაარეც; ვაანი, ლო ყაზავთი ფიკუდეხა. 88. ქეხასდეხა ხაიენი: ვეეშმერა, ყედუთ ფიხა. 

81.მიილია სული ჩემი მოლოდინში შენი შველისა, შენეული სიტყვით ვსასოებ.    82. თვალნი დამაწყდნენ მოლოდინში შენი სიტყვისა, ვთქვი: ,, როდის მოვა ნუგეში შენი?“ 83. და თუმცა გავხმი, ვითარცა ტიკი შებოლილი, წესდება შენი არ დავივიწყე.  84. დღენი რამდენი გამოუყავი მონასა შენსას? როდის მიუზღავ მჩაგვრელებს ჩემსას?                85. უკეთურები, შენს მოძღვრებას რომ არ მისდევენ, ორმოს მითხრიან.    86. ყოველი მცნება შენეული – ჭეშმარიტია. უმიზეზოდ მდევნიან – გადამარჩინე. 87. ლამის დამღუპეს ამქვეყნად, მაგრამ შენი მოძღვრება მაინც არ დავთმე. 88. მაცოცხლე შენი გულმოწყალებით, და შევინახავ მცნებებს ბაგეთა შენთა. 

119 (ლამედ)

89. ლეყოლამ ადონაი დევარეხა, ნიცავ ბაშამაიმ. 90. ლედორ ვადორ, ემუნათეხა; ქონანთა ერეც, ვათაყამოდ; 91. ლემიშფატეხა, ყამედუ ჰაიომ: ქი ჰაქოლ ყავადეხა. 92. ლულე თორათეხა, შაყაშუყაი აზ, ავადთი ვეყონი. 93. ლეყოლამ, ლო ეშქახ ფიკუდეხა: ქი ვამ ხიითანი. 94. ლეხა ანი, ჰოშიყენი: ქი ფიკუდეხა დარაშთი. 95. ლი კივუ რეშაყიმ ლეაბედენი; ყედოთეხა, ეთბონან. 96. ლეხოლ თიხლა, რაითი კეც; რეხავა მიცვათეხა მეოდ. 

89. უფალო ჩემო, სიტყვა შენი უკუნისამდე განფენილა ზეცასა შინა. 90. თაობიდან თაობებამდეა ჭეშმარიტება შენი! შენ დააფუძნე ქვეყნიერება და მტკიცედ სუფევს.                   91. დღესაც შენი განგებით დგანან, რამეთუ გმონებს ყოველი. 92. თორა შენი რომ არ მქონოდა ნუგეშად ჩემდა, ჩემს სატაჯანველში ჩავითქმებოდი. 93. არასოდეს დავივიწყებ შენეულ მცნებებს, რადგან ისინი მასულდგმულებდნენ. 94. შენი ვარ, შენი, გადამარჩინე, რადგან ვეძიებ ბრძანებებს შენსას. 95. ბოროტმოქმედნი ჩემს დაღუპვას იმედოვნებენ, მე კი შენს მცნებებს ვუკვირდები კვლავინდებურად. 96. ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო, შენს მოძღვრებას კი ზღვარი არა აქვს.

128-ე

1. შირ ჰამაყალოთ: აშრე ქოლ იერე ადონაი ჰაჰოლეხ, ბიდრახავ. 2. იეგიაყ ქაფეხა, ქი თოხელ; აშრეხა, ვეტოვ ლახ. 3. ეშთეხა, ქეგეფენ ფორიია ბეიარქეთე ვეთეხა: ბანეხა, ქიშთილე ზეთიმ სავივ, ლეშულხანეხა. 4. ჰინე ხი ხენ, იევორახ გავერ იერე ადონაი. 5. იევარეხეხა ადონაი, მიციიონ: ურე ბეტუვ იერუშალაიმ ქოლ, იემე ხაიეხა. 6. ურე ვანიმ ლევანეხა: შალომ, ყალ ისრაელ. 

1. სიმღერა აღმასვლათა. ნეტარ არიან მოშიშნი უფლის, მისეული გზებით მავალნი. 2. შენს ხელთა ნაჯაფს თუ მიირთმევ, ნეტარება და სიკეთე შენდა. 3. შენი ცოლი, ვითარც ვაზია მსხმოიარე, შენი სახლის წიაღსა შინა. შენი ძეები – ვითარც ნერგები ზეთისხილისა, შემომსხდარნი ტრაპეზისა შენისა ირგვლივ.         4. აი, ამგვარად იკურთხება მამაკაცი, უფლის მოშიში. 5. ციონიდან გაკურთხებს უფალი შენი – და იხილავ შენს სიცოცხლეში აყვავებას იერუშალაიმის. 6. და იხილავ ძეთა შენთა შთამომავლობას. ისრაელო, მშვიდობა შენდა.

129-ე

1. შირ ჰამაყალოთ: რაბათ ცერარუნი მინეყურაი იომარ ნა, ისრაელ. 2. რაბათ ცერარუნი მინეყურაი; გამ, ლო იახელუ ლი. 3. ყალ გაბი, ხარეშუ ხორეშიმ; ჰეერიხუ ლემაყანითამ. 4. ადონაი ცადიკ; კიცეც, ყავოთ რეშაყიმ. 5. იევოშუ, ვეისოგუ ახორ ქოლ, სონეე ციიონ. 6. იჰიუ, ქახაცირ გაგოთ შეკადმათ შალაფ იავეშ. 7. შელო მილე ხაფო კოცერ; ვეხიცნო მეყამერ. 8. ველო ამერუ ჰაყოვერიმ, ბირქათ ადონაი ალეხემ: ბერახნუ ეთხემ, ბეშემ ადონაი. 

1. სიმღერა აღმასვლათა. ,,მრავალი მგვემდნენ სიყრმიდანვე, – იტყვის ისრაელ. – 2. მრავალნი მგვემდნენ სიყრმიდანვე, თუმც ვერ დამძლიეს. 3. ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები, გრძელი კვლები გაჰყავდათ ხნულად.“ 4. სამართლიანია უფალი ჩვენი, დაამსხვრია აპეურები ბოროტეულთა. 5. გაწბილდებიან და უკუდგებიან ციონის ყველა მოძულეები. 6. სახლის ერდოზე ამოსულ ბალახს ემსგავსებიან, უმალ რომ ხმება, ამოსათხრელად ვით ვინმე მოვა. 7. რათა მომკელმა ვერ აივსოს პეშვი მისით, და ძნებით მისით – უბე თვისი. 8. და არ ეტყვიან გამვლელნი მკელებს: ,, უფლის კურთხევა სუფევდეს თქვენზედ! უფლის სახელით კურთხეულგყოფთ თქვენ!“

130-ე

1. შირ ჰამაყალოთ: მიმაყამაკიმ კერათიხა ადონაი. 2. ადონაი, შიმყა ვეკოლი: თიჰიენა ოზნეხა, კაშუვოთ ლეკოლ, თახანუნაი. 3. იმ ყავონოთ თიშმორ იაჰ ადონაი, მი იაყამოდ. 4. ქი ყიმეხა ჰასელიხა ლემაყან, თივარე. 5. კივითი ადონაი, კივეთა ნაფში; ველიდვარო ჰოხალთი. 6. ნაფში ლადონაი მიშომერიმ ლაბოკერ, შომერიმ ლაბოკერ. 7. იახელ ისრაელ, ელ ადონაი: ქი ყიმ ადონაი ჰახესედ; ვეჰარბე ყიმო ფედუთ 8. ვეჰუ, იფდე ეთ ისრაელ მიქოლ, ყავონოთავ. 

1. სიმღერა აღმასვლათა. სიღრმეებიდან მოგიხმე შენ, უფალო ჩემო. 2. უფალო ჩემო, უსმინე ჩემს ხმას, მომაპყარ სმენა, რომ ყურთა შენთა შეისმინონ ჩემეული ვედრების ხმები.       3. თუ ცოდვებს ჩემსას შემოინახავ, უფალო ჩემო, ვინ დაგიდგება? 4. ხომ გაგაჩნია შენ პატიება – რათა თრთოდნენ წინაშე შენსა.      5. ვიმედოვნებდი უფალო ჩემო, ჩემი სულიც იმედოვნებდა, თავს შენი სიტყვით ვინუგეშებდი. 6. და სული ჩემი უფრო მეტად მოელის უფალს, ვიდრე გუშაგი დილაადრიან – დილის გუშაგებს. 7. ესავდეს უფალს ისრაელი, რადგან უფალთან არს წყალობა და მისგანვე მოვა დახსნა დიადი. 8. და გამოისყიდის იგი ისრაელს მისი ყოველი ცოდვა-ბრალისგან.

უთშაბათი დღის წასაკითხი

119 (მემ)

97. მა აჰავთი თორათეხა; ქოლ ჰაიომ, ჰი სიხათი.    98. მეოიევაი, თეხაქემენი მიცვოთეხა. ქი ლეყოლამ ჰი ლი. 99. მიქოლ მელამედაი ჰისქალთი: ქი ყედევოთეხა, სიხა ლი. 100. მიზეკენიმ ეთბონან: ქი ფიკუდეხა ნაცართი.   101. მიქოლ ორახ რაყ, ქალითი რაგლაი ლემაყან, ეშმორ დევარეხა. 102. მიმიშფატეხა ლო სართი: ქი ათა, ჰორეთანი. 103. მა ნიმლეცუ ლეხიქი, იმრათეხა მიდევაშ ლეფი.     104. მიფუკედეხა ეთბონან; ყალ ქენ, სანეთი ქოლ ორახ შაკერ. 

97. რარიგად მიყვარს მე თორა შენი – დღენიადაგ მასზედ ვსაუბრობ. 98. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებებით, რამეთუ მუდამ ჩემთან არიან.      99. მასწავლებლებზე ჩემთა მეტად დავბრძენდი, რადგან ვცდილობდი მხოლოდ შენთა წესთა შეცნობას.    100. მოხუცთაგანაც ვბრძენდებოდი, რამეთუ მცნებებს შენსას ვიცავდი.            101. ტერფები ჩემნი განვარიდე ყველა გზას ბოროტს, რომ შენი სიტყვა გადამერჩინა. 102. არ განვდგომივარ კანონებს შენსას, რადგან შენ იყავ მოძღვარი ჩემი. 103. რარიგად ატკბობს სასასა ჩემსას სიტყვანი შენი – თაფლზე ტკბილია ჩემი ბაგისთვის. 104. მე დამაბრძენეს მცნებებმა შენმა, ამად შემძულდა გზანი სიცრუის.

119 (ნუნ) 

105. ნერ ლერაგლი დევარეხა; ვეორ, ლინთივათი.    106. ნიშბაყთი ვააკაიემა ლიშმორ, მიშფეტე ციდკეხა.107. ნაყანეთი ყად მეოდ: ადონაი, ხაიენი ხიდვარეხა. 108. ნიდვოთ ფი, რეცე ნა ადონაი; უმიშფატეხა ლამედენი. 109. ნაფში ვეხაფი თამიდ: ვეთორათეხა, ლო შახახთი.    110. ნათენუ რეშაყიმ ფახ ლი; უმიფიკუდეხა, ლო თაყითი. 111. ნახალთი ყედევოთეხა ლეყოლამ: ქი სესონ ლიბი ჰემა. 112. ნატითი ლიბი, ლაყასოთ ხუკეხა ლეყოლამ ყეკევ.  

105. სიტყვა შენი – სანთელია წინაშე ჩემსა, და სინათლე – ჩემს სავალ გზაზე. 106. დავიფიცე და აღვასრულებ, დავიცავ შენს სამართლიან კანონმდებლობას. 107. უფალო ჩემო, ფრიად გავწამდი, გამომაცოცხლე შენს სიტყვისამებრ. 108. გთხოვ, უფალო, მოისურვილე შესაწირავი ბაგეთა ჩემთა, და შემასწავლე შენეული მართლმასაჯულება. 109. სული ჩემი გამუდმებით შენთა ხელთ სუფევს, და თორა შენი არ დამვიწყნია. 110. დამიგეს მახე ბოროტეულთა, მაგრამ შენს მცნებებს არ განვდგომივარ. 111. დავიმკვიდრე სამარადჟამოდ მცნებანი შენი, ვითარც ზეიმი ჩემი გულისა. 112. შენს წესდებათა შესასრულებლად მივმართე გული სამარადჟამოდ.

119(სამეხ) 

113. სეყაფიმ სანეთი; ვეთორათეხა აჰავთი. 114. სითრი უმაგინი ათა; ლიდვარეხა იხალთი. 115. სურუ მიმენი მერეყიმ; ვეეცერა, მიცვოთ ელოჰაი. 116. სამეხენი ხეიმრათეხა ვეეხიე; ვეალ თევიშენი, მისივრი. 117. სეყადენი ვეივაშეყა: ვეეშყა ვეხუკეხა თამიდ. 118. სალითა, ქოლ შოგიმ მეხუკეხა. ქი შეკერ, თარმითამ. 119. სიგიმ ჰიშბათა ხოლ რიშყე არეც; ლახენ, აჰავთი ყედოთეხა. 120. სამარ მიფახდეხა ვესარი; უმიმიშფატეხა იარეთი.   

113. მძაგს გზა – ბილიკნი უკუღმართნი, შენი თორა კი შევიყვარე. 114. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, და ვსასოებ სიტყვითა შენით.      115. უკეთურნო, განვედით ჩემგან, და ჩემი ღმერთის მცნებებს დავიცავ. 116. შენს სიტყვისამებრ შემეწიე, და გამოვცოცხლდები; ნუ გამიწბილებ იმედს. 117. განმამტკიცე, და გადავრჩები, გამუდმებით შენს კანონებში ვიჭირნახულებ. 118. მოსრე ყოველი, ვინც განუდგა მოძღვრებას შენსას, რადგან ხრიკები მათი სიცრუე და მონაგონია. 119. ვითარც ნაგავი, ისე აღგავე დედამიწიდან ბოროტეულნი, ამიტომაც შევიყვარე მცნებანი შენი. 120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი, და ზრახავს შენი მართლმსაჯულება.

129 -ე

1. შირ ჰამაყალოთ: რაბათ ცერარუნი მინეყურაი იომარ ნა, ისრაელ. 2. რაბათ ცერარუნი მინეყურაი; გამ, ლო იახელუ ლი. 3. ყალ გაბი, ხარეშუ ხორეშიმ; ჰეერიხუ ლემაყანითამ. 4. ადონაი ცადიკ; კიცეც, ყავოთ რეშაყიმ. 5. იევოშუ, ვეისოგუ ახორ ქოლ, სონეე ციიონ. 6. იჰიუ, ქახაცირ გაგოთ შეკადმათ შალაფ იავეშ. 7. შელო მილე ხაფო კოცერ; ვეხიცნო მეყამერ. 8. ველო ამერუ ჰაყოვერიმ, ბირქათ ადონაი ალეხემ: ბერახნუ ეთხემ, ბეშემ ადონაი.    

1. სიმღერა აღმასვლათა. ,,მრავალი მგვემდნენ სიყრმიდანვე, – იტყვის ისრაელ. – 2. მრავალნი მგვემდნენ სიყრმიდანვე, თუმც ვერ დამძლიეს. 3. ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები, გრძელი კვლები გაჰყავდათ ხნულად.“ 4. სამართლიანია უფალი ჩვენი, დაამსხვრია აპეურები ბოროტეულთა. 5. გაწბილდებიან და უკუდგებიან ციონის ყველა მოძულეები. 6. სახლის ერდოზე ამოსულ ბალახს ემსგავსებიან, უმალ რომ ხმება, ამოსათხრელად ვით ვინმე მოვა. 7. რათა მომკელმა ვერ აივსოს პეშვი მისით, და ძნებით მისით – უბე თვისი. 8. და არ ეტყვიან გამვლელნი მკელებს: ,, უფლის კურთხევა სუფევდეს თქვენზედ! უფლის სახელით კურთხეულგყოფთ თქვენ!“ 

130 -ე

1. შირ ჰამაყალოთ: მიმაყამაკიმ კერათიხა ადონაი.   2. ადონაი, შიმყა ვეკოლი: თიჰიენა ოზნეხა, კაშუვოთ ლეკოლ, თახანუნაი. 3. იმ ყავონოთ თიშმორ იაჰ ადონაი, მი იაყამოდ. 4. ქი ყიმეხა ჰასელიხა ლემაყან, თივარე. 5. კივითი ადონაი, კივეთა ნაფში; ველიდვარო ჰოხალთი. 6. ნაფში ლადონაი მიშომერიმ ლაბოკერ, შომერიმ ლაბოკერ.                        7. იახელ ისრაელ, ელ ადონაი: ქი ყიმ ადონაი ჰახესედ; ვეჰარბე ყიმო ფედუთ 8. ვეჰუ, იფდე ეთ ისრაელ მიქოლ, ყავონოთავ.  

1. სიმღერა აღმასვლათა. სიღრმეებიდან მოგიხმე შენ, უფალო ჩემო. 2. უფალო ჩემო, უსმინე ჩემს ხმას, მომაპყარ სმენა, რომ ყურთა შენთა შეისმინონ ჩემეული ვედრების ხმები. 3. თუ ცოდვებს ჩემსას შემოინახავ, უფალო ჩემო, ვინ დაგიდგება? 4. ხომ გაგაჩნია შენ პატიება – რათა თრთოდნენ წინაშე შენსა. 5. ვიმედოვნებდი უფალო ჩემო, ჩემი სულიც იმედოვნებდა, თავს შენი სიტყვით ვინუგეშებდი. 6. და სული ჩემი უფრო მეტად მოელის უფალს, ვიდრე გუშაგი დილაადრიან – დილის გუშაგებს. 7. ესავდეს უფალს ისრაელი, რადგან უფალთან არს წყალობა და მისგანვე მოვა დახსნა დიადი. 8. და გამოისყიდის იგი ისრაელს მისი ყოველი ცოდვა-ბრალისგან.

124  -ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ, იომარ ნა ისრაელ. 2. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ ბეკუმ ყალენუ ადამ. 3. აზაი ხაიმ ბელაყუნუ ბახაროთ აფამ ბანუ. 4. აზაი ჰამაიმ შეტაფუნუ, ნახლა ყავარ ყალ ნაფშენუ 5. აზაი ყავარ ყალ ნაფშენუ ჰამაიმ ჰაზედონიმ. 6. ბარუხ ადონაი, შელო ნეთანანუ ტერეფ ლეშინეჰემ. 7. ნაფშენუ ქეციფორ ნიმლეტა მიფახ იოკეშიმ. ჰაფახ ნიშბარ ვაანახნუ ნიმლატნუ. 8. ყეზრენუ ბეშემ ადონაი, ყოსე შამაიმ ვაარეც. 

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – დე ილაპარაკოს ისრაელმა ამის შესახებ! 2. უფალი რომ არ მდგარიყო ჩვენთან, როს აღსდგა ჩვენზე მოდგმა ადამის, 3. და რაჟამს ჩვენს მიმართ აღინთნენ რისხვით, ცოცხლად გვშთანთქავდნენ.   4. წაგვლეკავდნენ მაშინ ჩვენ წყლები, გადაუვლიდა ნიაღვარი სულებსა ჩვენსას. 5. და წარხოცავდნენ მაშინ სულებსა ჩვენსას ბოროტების ნაკადულები. 6. კურთხეულია უფალი ჩვენი, რომ არ შთაგვაგდო დასაფლეთად მათ კბილთა შორის. 7. და სული ჩვენი მსგავსია ჩიტის, თავს რომ დააღწევს მონადირის დაგებულ ბადეს, – კაკანათი დამსხვრეულია, ჩვენ კი გადავრჩით. 8. შეწევნა ჩვენი სახელისგან უფლისა არის – ცისა და ქვეყნის შემოქმედისგან!

არასკევი დღის წასაკითხი

119 (ყაინ)

121. ყასითი, მიშფატ ვაცედეკ; ბალ თანიხენი, ლეყოშეკაი. 122. ყაროვ ყავდეხა ლეტოვ; ალ იაყაშკუნი ზედიმ.    123. ყენაი, ქალუ ლიშუყათეხა; ულიმრათ ციდკეხა. 124. ყასე ყიმ ყავდეხა ხეხასდეხა; ვეხუკეხა ლამედენი. 125. ყავდეხა ანი ჰავინენი; ვეედეყა, ყედოთეხა. 126. ყეთ, ლაყასოთ ლადონაი ჰეფერუ, თორათეხა. 127. ყალ ქენ, აჰავთი მიცვოთეხა მიზაჰავ უმიფაზ. 128. ყალ ქენ, ქოლ ფიკუდე ხოლ იშართი; ქოლ ორახ შეკერ სანეთი.    

121. ვქმენ სამართალი და მართლმსაჯულება – მჩაგვრელთა ჩემთა ხელთ ნუ ჩამაგდებ. 122. დამიდექ თავდებად სასიკეთოდ მონასა შენსა, რომ არ დამჩაგრონ ბოროტეულთა. 123. დაიშრიტა თვალები ჩემი მოლოდინში შენი შველისა და შენი სიტყვის აღსრულებისა. 124. მოეპყარ შენს ყმას შენეული გულმოწყალებით და შემასწავლე წესები შენი. 125. მონა ვარ შენი, გონიერ-მჰყავ, რომ შევიმეცნო მცნებანი შენი. 126. დამდგარა ჟამი უფლისათვის მოქმედებისა – უკუაგდეს და დაივიწყეს მათ თორა შენი! 127. მე კი მცნებანი შენი შევიყვარე უფრორე მეტად ოქროისა და ბაჯაღლოისა. 128. ამად მივიჩნევ შენს მცნებებს სწორად, ყოველი გზა სიცრუისა კი შემძულა ფრიად.

119 (ფეი) 

129. ფელაოთ ყედევოთეხა: ყალ ქენ, ნეცარათამ ნაფში.                     130. ფეთახ დევარეხა იაირ; მევინ ფეთაიმ. 131. ფი ფაყართი, ვაეშაფა: ქი ლემიცვოთეხა იაავთი. 132. ფენე ელაი ვეხონენი ქემიშფატ, ლეოჰავე შემეხა. 133. ფეყამაი, ჰახენ ბეიმრათეხა; ვეალ თაშლეტ ბი ხოლ ავენ. 134. ფედენი, მეყოშეკ ადამ; ვეეშმერა, ფიკუდეხა. 135. ფანეხა, ჰაერ ბეყავდეხა; ველამედენი, ეთ ხუკეხა. 136. ფალგე მაიმ, იარედუ ყენაი ყალ, ლო შამერუ თორათეხა.   

129. საოცარია მცნებანი შენი, ამად ინახავს მათ ჩემი სული. 130. და ამოხსნა სიტყვათა შენთა ასხივოსნებს და აგონიერებს გულუბრყვილოებს. 131. გავხსენ პირი და დავეწაფე მოძღვრებას შენსას, რადგან მწყურია მცნებანი შენი. 132. მოიქეც ჩემსკენ და შემიბრალე – შესაფერისად მოყვარულთათვის შენი სახელის. 133. წარმართე შენი სიტყვისამებრ ტერფები ჩემი და, ნუ იგანმგებლებს ჩემსა ზედა ძალა ბოროტი.  134. დამიხსენ ჩაგვრისაგან ადამიანთა და შევინახავ ბრძანებებს შენსას. 135. გაასხივოსნე მონა შენი ბრწყინვალებით შენი სახისა და შემასწავლე წესები შენი. 136. ცრემლების ღვარი მოედინება ჩემთა თვალთაგან, რადგან შენს თორას არ ინახავდნენ.

119 (ცადი) 

137. ცადიკ ათა ადონაი; ვეიაშარ მიშფატეხა. 138. ცივითა, ცედეკ ყედოთეხა; ვეემუნა მეოდ. 139. ციმეთათნი კინათი: ქი შახეხუ დევარეხა ცარაი. 140. ცერუფა იმრათეხა მეოდ; ვეყავდეხა აჰევაჰ. 141. ცაყირ ანოხი ვენივზე; ფიკუდეხა, ლო შახახთი. 142. ციდკათეხა ცედეკ ლეყოლამ; ვეთორათეხა ემეთ. 143. ცარ უმაცოკ მეცაუნი: მიცვოთეხა, შაყაშუყაი. 144. ცედეკ ყედევოთეხა ლეყოლამ; ჰავინენი ვეეხიე.  

137. მართალი ხარ, უფალო, შენ და სწორია შენი მართლმსაჯულება. 138. მცნებანი, შენგან ნაბრძანები, ჭეშმარიტია, და ფრიად სარწმუნო – და რწმენა ჩემი მტკიცეა ფრიად. 139. დამაუძლურა ეჭვიანობამ, რამეთუ მტრებმა ჩემმა დაივიწყეს სიტყვანი შენი. 140. ხალასია სიტყვანი შენი, და მონასა შენსა უყვარს ისინი. 141. პატარა ვარ და დამცირებული, თუმც არ ვივიწყებ მცნებათა შენთა.                    142. სიმართლე შენი – სიმართლეა უკუნისამდე, და თორა შენი – ჭეშმარიტება. 143. გაჭირვება და განსაცდელი წამომეწია – მცნებანი შენი მანუგეშებენ. 144. ჭეშმარიტია მცნებანი შენი სამარადჟამოდ. გონიერ-მჰყავ და – გამოვცოცხლდები.

131 -ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ ადონაი ლო გავა ლიბი ველო რამუ ყენაი ველო ჰილახთი ბიგდოლოთ უვნიფლაოთ მიმენი 2. იმ ლო შივითი ვედომამთი ნაფში ქეგამულ ყალე იმო ქაგამულ ყალაი ნაფში 3. იახელ ისრაელ ელ ადონაი მეყათა ვეყად ყოლამ.   

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალო ჩემო, გულს სიამაყე არ მქონია და თვალნი მაღლა მედიდურად არ აღმიპყრია, არც განდიდებას მივესწრაფოდი – ეს აოცებდათ  2. არამედ სული ჩემი დავამსგავსე სულსა ბალღისას, მონანავეს დედის ხელებზე – სული ჩემი, ვითარმედ ბალღი ძუძუთა. 3. ესავდე ისრაელო, უფალს – ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე.

132 -ე

1. შირ, ჰამაყალოთ: ზეხორ ადონაი ლედავიდ ეთ, ქოლ ყუნოთო. 2. აშერ ნიშბაყ, ლადონაი; ნადარ ლაავირ იაყაკოვ. 3. იმ იავო, ბეოჰელ ბეთი; იმ ეყელე, ყალ ყერეს იეცუყაი.                 4. იმ ეთენ შენათ ლეყენაი; ლეყაფყაფაი თენუმა. 5. ყად ემცა მაკომ, ლადონაი: მიშქანოთ, ლაავირ იაყაკოვ. 6. ჰინე შემაყანუჰა ვეეფრათა; მეცანუჰა, ბისდე იაყარ. 7. ნავოა ლემიშქენოთავ; ნიშთახავე, ლაჰადომ რაგლავ. 8. კუმა ადონაი, ლიმნუხათეხა: ათა ვაარონ ყუზეხა. 9. ქოჰანეხა ილბეშუ ცედეკ: ვახასიდეხა იერანენუ. 10. ბაყავურ, დავიდ ყავდეხა ალ თაშევ, ფენე მეშიხეხა. 11. ნიშბაყ ადონაი, ლედავიდ ემეთ ლო იაშუვ მიმენა: მიფერი ვიტნეხა აშით, ლეხისე ლახ. 12. იმ იშმერუ ვანეხა, ბერითი ვეყოდოთი ზო, ალამედემ: გამ ბენეჰემ ყადე ყად იეშევუ, ლეხისე ლახ.                 13. ქი ვახარ ადონაი ბეციიონ; ივაჰ ლემოშავ ლო. 14. ზოთ მენუხათი ყადე ყად: ფო ეშევ, ქი ივითიჰა. 15. ცედაჰ, ბარეხ ავარეხ; ევიონეჰა, ასბიაყ ლახემ. 16. ვეხოჰანეჰა, ალბიშ იეშაყ; ვახასიდეხა, რანენ იერანენუ. 17. შამ აცმიახ კერენ ლედავიდ. ყარახთი ნერ ლიმშიხი. 18. ოიევავ, ალბიშ ბოშეთ; ვეყალავ იაციც ნიზრო. 

1. სიმღერა აღმასვლათა. გაუხსენე, უფალო, დავიდს, ყველა მისი ტანჯვა და ურვა. 2. ოდეს შეჰფიცა უფალს, იაყაკოვის ყოვლადძლიერ ღმერთს აღთქმა დაუდო. 3. ,, არ შევალ ჭერქვეშ სახლისა ჩემის, არ ავმაღლდები ჩემს სარეცელზე, 4. ძილს არ მივაგებ თვალებსა ჩემსას და არ მივლულავ არც ქუთუთოებს. 5. ვიდრე არ ვპოვებ ადგილს უფლისას, იაყაკოვის ყოვლად ძლიერი ღმერთის სავანეს.“ 6. აი, მასზე ეფრათში გვესმა – ტყიან ველებზე ვიპოვეთ იგი. 7. შევალთ სავანეს მისსას, მის ფეხთ საყრდენთან მუხლებს მოვიყრით.                      8. აღვედ უფალო, შენს პალატებში, დაავანე შენი სუფევა და კიდობანი შენი ძალისა.  9. მოძღვარნი შენი შეიმოსნონ სიმართლითა და წმინდანთა შენთა იმხიარულონ. 10. მონისა შენის, დავიდის გამო, ნუ უკუაგდებ ცხებულსა შენსას. 11. ფიცი უფლისა დავიდისადმი ჭეშმარიტია, არ გადაუხვევს: ,, მუცლისა შენის ნაყოფისაგან დავსვამ შენს ტახტზე. 12. თუ ძენი შენი დაიცავენ აღთქმას ჩემსას და მცნებებს ჩემსას, მათ რომ ვასწავლი, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან ტახტზედა შენსა.“ 13. რადგან ციონი აირჩია უფალმა ჩვენმა, დაადგინა თავის სავანედ. 14. ,, ეს არის ჩემი საუკუნო სასუფეველი, აქ დავმკვიდრდები, რადგან იგი ამოვარჩიე. 15. კურთხევით ვაკურთხებ საზრდოსა მისას და მის ღარიბებს გავაძღობ პურით. 16. შევმოსავ შველით მისთა მოძღვართა და მოსავნი მისნი სიხარულით გაიხარებენ. 17. იქ აღვამაღლებ რქას დავიდისას – ცხებულსა ჩემსას განვუმზადე სინათლის სხივი. 18. შევმოსავ მტრებსა მისას სირცხვილით, ხოლო მასზედ გვირგინი მისი აელვარდება.“

შაბათი დღის წასაკითხი

გთხოვთ, შაბათ დღის წასაკითხით – საიტიდან ნუ ისარგებლებთ. ამოიწერეთ, ან ამობეჭდეთ.

119 (კუფ) 

145. კარათი ვეხოლ ლევ, ყანენი ადონაი; ხუკეხა ეცორა. 146. კერათიხა ჰოშიყენი; ვეეშმერა, ყედოთეხა. 147. კიდამთი ვანეშეფ ვააშავეყა ლიდვარეხა იხალთი 148. კიდემუ ყენაი, აშმუროთ ლასიახ, ბეიმრათეხა. 149. კოლი, შიმყა ხეხასდეხა; ადონაი, ქემიშფატეხა ხაიენი. 150. კარევუ, როდეფე ზიმა; მითორათეხა რახაკუ. 151. კაროვ ათა ადონაი; ვეხოლ მიცვოთეხა ემეთ. 152. კედემ იადაყთი, მეყედოთეხა: ქი ლეყოლამ იესადთამ.    

145. მოგიხმობ მთელი გულით – უფალო მიპასუხე! დავიცავ შენს მცნებებს. 146. შემოგღაღადებ – გადამარჩინე! დავიცავ შენს მცნებებს. 147. გარიჟრაჟამდე წამოვდექი – და შემოგღაღადე – შენი სიტყვები მეიმედება. 148. დაასწრეს თვალთა ჩემთა ცისკრის გუშაგებს, რომ ვისაუბრო შენი სიტყვებით. 149. უსმინე ჩემს ხმას, უფალო, შენი გულმოწყალობით, და შენი მართლმსაჯულებით გამომაცოცხლე.      150. მომიახლოვდნენ მიმდევარნი გარყვნილებისა, განერიდნენ თორასა შენსა. 151. ახლოს ხარ, უფალო ჩვენო, და ყოველი მცნება შენეული ჭეშმარიტია. 152. მცნებანი შენი ცნობილია დასაბამითგან, ვინაიდან სამარდჟამოდ დაამკვიდრე შენვე ისინი.

119(რეშ) 

153. რეე ყონი ვეხალეცენი: ქი თორათეხა, ლო შახახთი.             154. რივა რივი, უგალენი; ლეიმრათეხა ხაიენი. 155. რახოკ მერეშაყიმ იეშუყა: ქი ხუკეხა, ლო დარაშუ. 156. რახამეხა რაბიმ ადონაი; ქემიშფატეხა ხაიენი. 157. რაბიმ, როდეფაი ვეცარაი; მეყედევოთეხა, ლო ნატითი. 158. რაითი ვოგედიმ, ვაეთკოტატა აშერ იმრათეხა, ლო შამარუ. 159. რეე, ქი ფიკუდეხა აჰავთი; ადონაი, ქეხასდეხა ხაიენი. 160. როშ დევარეხა ემეთ; ულყოლამ, ქოლ მიშფატ ციდკეხა.    

153. იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რამეთუ შენი თორა არ დამვიწყნია. 154. იბრძოლე ჩემთვის და დამიხსენი, გამომაცოცხლე შენეული სიტყვის თანახმად. 155. ბოროტთაგან შორს არის შველა, რამეთუ არ ეძიებდნენ მცნებებსა შენსას. 156. უხვია შენი წყალობა, უფალო ჩვენო, მაცოცხლე შენი მართლმსაჯულებით. 157. მდევარი ჩემი და მაწყევარი უამრავია – შენს მცნებათაგანა არ გადავხრილვარ. 158. ვიხილე ორგულნი და განვურისხდი, რომ არ იცავდნენ ნაუბარს შენსას. 159. უყურე, თუ როგორ მიყვარს მცნებანი შენი, უფალო ჩემო! გულმოწყალებით შენით მაცოცხლე! 160. ჭეშმარიტია შენეულია სიტყვის სათავე, და საუკუნო ყველა კანონი შენი სიმართლის.

119(შინ) 

161. სარიმ, რედაფუნი ხინამ; უმიდვარეხა ფახად ლიბი. 162. სას ანოხი ყალ იმრათეხა ქემოცე, შალალ რავ.                        163. შეკერ სანეთი, ვაათაყევა. თორათეხა აჰავთი. 164. შევაყ ბაიომ, ჰილალთიხა ყალ, მიშფეტე ციდკეხა. 165. შალომ რავ, ლეოჰავე თორათეხა; ვეენ ლამო მიხშოლ. 166. სიბართი ლიშუყათეხა ადონაი; უმიცვოთეხა ყასითი. 167. შამერა ნაფში, ყედოთეხა; ვაოჰავემ მეოდ. 168. შამართი ფიკუდეხა, ვეყედოთეხა: ქი ხოლ დერახაი ნეგდეხა.    

161. მდევნიან დიდებულები მიზეზგარეშე, შენმა სიტყვამ კი შეაძრწუნა გული ჩემი. 162. ვხარობ შენი ნაუბრით, ვითარც მპოვნელი დიდი განძისა. 163. მძაგს სიცრუე და მოვიძულე, შევიყვარე მოძღვრება შენი. 164. დღეში შენი მართალი კანონებისთვის. 165. მშვიდობას დიდსა გარემოუცავს მოყვარულნი შენი თორისა, და არ არსებობს დაბრკოლება მათთვის არარა. 166. იმედი მქონდა, რომ მიშველიდი, და მცნებათა შენთა აღვასრულებდი.                        167. ინახავდა სული ჩემი მცნებებსა შენსა და შევიყვარე ისინი ფრიად. 168. ბრძანებებსა (ფიკუდეხა) და წესებს შენსას ფრიად ვიცავდი – ყველა ჩემი გზა ხომ შენს წინაშეა.

119 (თაფ) 

169. თიკრავ რინათი ლეფანეხა ადონაი; ქიდვარეხა ჰავინენი. 170. თავო თეხინათი ლეფანეხა; ქეიმრათეხა, ჰაცილენი. 171. თაბაყნა სეფათაი თეჰილა: ქი თელამედენი ხუკეხა. 172. თაყან ლეშონი, იმრათეხა: ქი ხოლ მიცვოთეხა ცედეკ. 173. თეჰი იადეხა ლეყოზრენი: ქი ფიკუდეხა ვახართი. 174. თაავთი ლიშუყათეხა ადონაი; ვეთორათეხა შაყაშუყაი. 175. თეხი ნაფში, უთჰალელექა: უმიშფატეხა იაყზერუნი. 176. თაყითი ქესე ოვედ. ბაკეშ ყავდეხა: ქი მიცვოთეხა, ლო შახახთი.   

169. მოგეახლოს ჩემი ვედრება, უფალო ჩემო, გონიერ – მჰყავ შენი სიტყვებით. 170. ჩემმა ღაღადმა მოაღწიოს წინაშე შენსა – გამომიხსენი შენეული სიტყვებისამებრ. 171. ჩემი ბაგენი ქებას გიძღვნიან, როს შემასწავლი მცნებებსა შენსა. 172. გაიმეორებს ენა ჩემი ნაუბარს შენსას, რამეთუ შენეული მცნება ყოველი ჭეშმარიტია. 173. შემწედ გამიხდეს მე შენი ხელი, რამეთუ შენი ბრძანებანი (ფიკუდეხა) ამოვირჩიე. 174. მწყურია შენი შემწეობა, უფალო ჩემო, და შენი თორა – შვებაა ჩემი. 175. დაე იცოცხლოს სულმა ჩემმა, რომ შეგასხას ხოტბა და მფარვიდეს შენეული მათლმსაჯულება. 176. დავიბენი ვითარცა ცხვარი გზააბნეული – მოიძიე მსახური შენი, ვინაიდან არ დამვიწყნია მცნებანი შენი.

133-ე

1. შირ ჰამაყალოთ, ლედავიდ: ჰინე მა ტოვ, უმა ნაყიმ შევეთ ახიმ გამ იახად. 2. ქაშემენ ჰატოვ, ყალ ჰაროშ იორედ, ყალ ჰაზაკან ზეკან აჰარონ: შეიორედ, ყალ ფი მიდოთავ. 3. ქეტალ ხერმონ შეიორედ, ყალ ჰარერე ციიონ: ქი შამ ცივა ადონაი, ეთ ჰაბერახა ხაიმ, ყად ჰაყოლამ.  

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. ო, რა კარგია და რა საამოა ძმების მკვიდრობა ერთად. 2. ვით ზეთი წმიდა, ცხებული თავზედ, თმებიდან წვერზედ რომ ჩამოდინდება, აჰარონის წვერზედ, და მისი სამოსლის კალთებს ეღვრება. 3. ვითარცა ცვარი ხერმონის მთისა, ციონის მთებზედ გარდმომავალი. რადგან უფალმა აქ აკურთხა კურთხევით თვისით ცხოვრება უკუნითი უკუნისამდე.

134-ე

1. შირ ჰამაყალოთ: ჰინე ბარეხუ ეთ ადონაი, ქოლ ყავდე ადონაი ჰაყომედიმ ბევეთ ადონაი, ბალელოთ. 2. სეუ იედეხემ, კოდეშ: უვარეხუ, ეთ ადონაი. 3. იევარეხეხა ადონაი , მიციიონ: ყოსე, შამაიმ ვაარეც.

1. სიმღერა აღმასვლათა. აჰა აკურთხეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, ღამღამობით უფლის სახლში რომ დგახართ.    2. ზეაღაპყარით სიწმინდით თქვენი ხელები და აკურთხეთ უფალი თქვენი. 3. და შენც გაკურთხებს ციონიდან უფალი შენი, რომელმაც შექმნა ზეცა და მიწა.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑