ისრაელი ერი ყოველთვის მხიარული უნდა იყოს. თუ ის ივლის დაღვრემილი, ამით გამოხატავს უკმაყოფილებას, გამჩენისგან მოცემულისდამი. უკვდავი წესია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით , რაც მოგვცა კურთხეულმა.გამჩენის დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ასე რომ, თუ რამე გვინდა, უნდა ვთხოვოთ მას.მონდომებაზე ძლიერი ამქვეყნად არაფერია. ,,თუ დაივიწყებთ ჩემს თორას, მაშინ მე დავივიწყებ შენს შვილებს“-ამბობს გამჩენი. ბედნიერებისთვის ადამიანი მუდამ... Continue Reading →
ჰკითხე საკუთარ თავს!(ხასიდური იგავი)
რებე იცხაკი ვორკიდან დაქორწინდა. ქორწილიდან მოკლე ხანში ცოლმა თავისი სიავე ვეღარ დამალა: მთელი დღე ბუზღუნებდა, წუწუნებდა და ქმარს ყველა წვრილმანზე ეჩხუბებოდა. დიდხანს იტანდა ქმარი ცოლის ავ ზნეს, მაგრამ , როცა ქალმა მსახურების შევიწროვებაც დაიწყო, რებე იცხაკი თავის მასწავლებელთან, რებე დავითთან ერთად ლელოვიდან გაემგზავრა. რებე იცხაკმა რებე დავითთს ყველაფერი მოუყვა. და ჰკითხა თუ რატომ ხდებოდა მის... Continue Reading →
დაგვიანებული სინანული…
ვარდისფერი ყვავილები თოვდა გარეთ… რა მალე გადის წლები (ფიქრობდა თავისთვის და ხელს მჭიდროდ კიდებდა საწოლზე უგონოდ მწოლიარე მეუღლეს)… თითქოს წვიმის წვეთებად იღვრებოდა თითოეული მოგონება გონებაში, თვალები კი ზღვებით მღელვარებდნენ…თითქოს ყველაფრის გაკეთება შეეძლო თავისი საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ მაინც უძლური აღმოჩნდა. სიმსივნე უკვე სხეულში ბოლომდე გაბატონებულიყო… რომ სცოდნოდა ასე მოხდეხოდა, ალბათ არასოდეს დატოვებდა მას. სხვის მკლავებში ალერსს... Continue Reading →
მამაშვილობა
ზამთარი ილეოდა, როცა ბავშვის ტირილის ხმა შეერია ბუნების ხმაურს.-გილოცავთ, გოგოა.მამას თვალებზე ცრემლები მოადგა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ის ოცნება იყო, რომლის ახდენასაც მთელი ცხოვრება ელოდა. სამშობიაროს კაბინეტში შესულს ბავშვი დედის გულზე მწოლიარე დახვდა…-ღმერთო რა სასწაულია… (ფიქრობდა თავისთვის)პატარა გოგონა კი დიდი თვალებით შესცქეროდა მის წინ მდგარ მომღიმარ მამიკოს… და ასე ამ დღიდან მოყოლებული ისინი თითქოს ერთ... Continue Reading →
ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას!
ზამთარი ნელ-ნელა მოიზლაზნება… ფოთლებგაცვენილ ხეებს სითეთრის ფერს მოჰფენს ხოლმე და ასე გადათეთრებული ყინულის დედოფალასავითაა გამეფებული სამი თვე.ზამთრის სუსხიან დღეს, ახალგაზრდა ბიჭი ავტობუსში იჯდა და გადათეთრებულ ქალაქს გაჰყურებდა. უეცრად გაბრაზებული ხმა შემოესმა. მის გვერდით მოხუცი ქალი იდგა და ახალგზარდას წყევლიდა: ,,არც კი გრცხვენია, ახალგაზრდა ბიჭი დამჯდარხარ და მოხუცებულს ადგილს არ მითმობ”- გაჰკიოდა გაბრაზებული. ავტობუსში მყოფი მგზავრები... Continue Reading →
რწმენა და უცაბედად მოსული დიდი სიყვარული
ნაომი პატარა მეოცნებე გოგონა იყო. ბავშვობიდან ფრენაზე ოცნებობდა…შეეძლო ცისთვის საათობით ეყურებინა და ეოცნება… მუდამ ამოუხსნელის ამოხსნას ცდილობდა…აკვირვებდა ის, რასაც ყურადღებას არავინ აქცევდა, ხოლო ყველასთვის საინტერესო მისთვის სრულიად უინტერესო იყო…ბავშვობაში გარიყული ნაომი, დიდობაში ბევრმა შეიყვარა. თუმცა ცხოვრებაში მხოლოდ ერთის უფლის იმედი ჰქონდა…ყოველთვის ოცნებობდა მისულიყო გოდების კედელთან და მთელი გულით ელოცა. სჯეროდა , რომ ამ ადგილს იხილავდა... Continue Reading →
…და მაინც , რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა. ჯარისკაცებმა ის მიჰგვარეს თავიანთ ხელმწიფეს, რომელიც თვითონაც სიბრძნით განთქმული მმართველი იყო. მან დაკვირვებით შეათვალიერა ტყვე და უთხრა: – ამბობენ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. გთავაზობ შემდეგ რამეს: სამ შეკითხვას დაგისვამ და თუ სამივეზე პასუხს გამცემ, თავისუფლებას მიიღებ, მაგრამ თუ... Continue Reading →
რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ბედნიერება?
ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ძნელია ცხოვრება, რომ უბედურები ვართ… რატომ ხდება ეს? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არა ღვთის, არამედ საკუთარი ნებით. იმიტომ ხომ არ გვეძნელება ცხოვრება და ვართ უბედურები, რომ არ ვართ მინდობილნი ღვთის ნებას? ღვთის ნებისადმი მორჩილებისა და თორის გზაზე სიარულის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ ბედნიერებას. ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ ამაშია…რაა საჭირო... Continue Reading →
არჩევანი ჩვენზეა- კეთილს გავამეფებთ ჩვენში თუ ბოროტს…
დიდი ხნის წინ ერთმა მოხუცმა თავის შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაუმხილა: – თითოეულ ადამიანში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეგოიზმს, ამბიციასა და სიცრუეს. მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებასა და რწმენას.შვილიშვილი, რომლის გულსაც ეს ამბავი ძალიან შეეხო, დაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა: – და ბოლოს რომელი... Continue Reading →
რაშია გამოსავალი…?
გამოსავალი სიყვარულშია…უფლის სიყვარულში…ერთმანეთის სიყვარულში…სიცოცხლის სიყვარულში… გამოსავალი რწმენაშია… გამოსავალი სიკეთეშია… ჩვენ შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ…მაგრამ, სანამ სამყაროს შეცვლას დავაპირებთ,მანამ საკუთარი თავები უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და გატანა. შეგვეძლოს მიტევება. რა უფლება გვაქვს არ ვაპატიოთ რაიმე ერთმანეთს, როცა უფალი უამრავ ცოდვას გვპატიობს… მე თუ მკითხავთ ,ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება შეიყვარო იგი.... Continue Reading →