ხიდების მშენებელი დურგლის ისტორია

ერთხელ მომიჯნავე ფერმებზე მცხოვრებ ძმებს შელაპარაკება მოუვიდათ. ორმოცწლიანი ძმობის, მეზობლობისა და თანამშრომლობის მანძილზე ეს იყო პირველი სერიოზული განხეთქილება მათ შორის. უმნიშვნელო გაუგებრობა სერიოზულ კამათში გადაიზარდა, ძმებმა ერთმანეთს უშვერი 0სიტყვებით მიმართეს და ურთიერთობა გაწყვიტეს. ერთ დღეს ჯონის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. უცნობი დურგალი აღმოჩნდა. მან ჯონს აუხსნა, რომ ის რამდენიმედღიან სამუშაოს ეძებდა და ჰკითხა, ხომ არ... Continue Reading →

ლოგიკის ტესტი

ერთმა  ახალგაზრდამ  თალმუდის  შესწავლა  გადაწყვიტა  და  ცნობილ  რაბინსმიმართა  დასახმარებლად. – არამეული ენა თუ იცი?  – არა.  – ივრითი?  – არა. – თორა თუ გისწავლია ბავშვობაში? – არა  რაბი,  მაგრამ  დავამთავრე  ფილოსოფიური ფაკულტეტი და ახლახანს დისერტაცია დავიცავი თემაზე: ლოგიკა სოკრატეს ფილოსოფიაში. ცოდნის გასაღრმავებლად კი თალმუდის შესწავლა გადავწვიტეო. – შენ არ ხარ მზად თალმუდის შესასწავლად, მაგრამ რაკი... Continue Reading →

იგავი აზროვნების ორ ტიპზე, რომელიც ჩვენს ბედს განსაზღვრავს

თუკი  ბუზს  ჰკითხავთ,  არის  თუ  არა  შემოგარენში  ყვავილები,  გიპასუხებთ:– არანაირი ყვავილი არ მინახავს, მაგრამ ეს ორმო სავსეა ნაკელით. ხოლო თუკი ჰკითხავთ ფუტკარს, უნახავს თუ არა ირგვლივ რაიმე უსუფთაობა, გიპასუხებთ: – უსუფთაობა არსად მინახავს, გარშემო მხოლოდ სურნელოვანი ყვავილებია. პირველი მათგანი ყველაზე აყვავებულ მდელოზე იპოვის უწმინდურ ადგილს და იქ დაჯდება, მეორე კი – ჭაობში ლოტოსის ყვავილს და... Continue Reading →

ალექსანდრე მაკედონელის სამი სურვილი

გარდაცვალებამდე ალექსანდრე მაკედონელმა არმიის მთავარსარდალს 3 სურვილი გაანდო: მსურს ჩემი სასვენებელი ხელით წაიღონ მთელი ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა. მინდა, გზაზე სადაც ჩემს უსიცოცხლო გვამს გაატარებენ, უთვალავი ძვირფასი ქვა და ოქროს ზოდი  მიმოფანტონ. მსურს,  სასვენებლიდან  ჩემი  ხელები  მოჩანდეს.! გაკვირვებულმა  მთავარსარდალმა  მბრძანებელს  სთხოვა  აეხსნა,  თუ  რატომ  ისურვამან  ამ  სურვილების  შესრულება. – მან უპასუხა:1. მსურს საუკეთესო ექიმებმა წაიღონ ჩემი სასვენებელი,... Continue Reading →

დამაფიქრებელი ისტორია

ვაშლი და ხე დიდი ხნის წინათ ერთ ეზოში ერთი მაღალი ვაშლის ხე იდგა. პატარა ბიჭს ძალიან უყვარდა მის ჩრდილში თამაში, მასზე აძრომა და გემრიელი ვაშლების ჭამა. ბიჭს უყვარდა ხე და ხესაც ძალიან უყვარდა ბიჭი. გავიდა დრო და ბიჭი გაიზარდა. იგი ისე ხშირად აღარ მოდიოდა ხესთან და აღარც თამაშობდა მასთან. ერთ დღესაც როდესაც ბიჭმა ახლოს ჩაურა... Continue Reading →

პეპელა

ერთხელ ერთმა კაცმა პეპლის კვერცხი იპოვა, ფრთხილად გაახვია პატარა ფოთოლში და სახლში წაიღო. ერთ დღესაც კვერცხს პატარა ბზარი გაუჩნდა. კაცი იჯდა და უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა პეპელა ნაპრალიდან გამოსვლას. საშველი არ ჩანდა, კაცს კი ცნობისმოყვარეობა სტანჯავდა და  გადაწყვიტა დახმარებოდა პეპელას კვერცხიდან გამოსვლაში. კაცმა  დანა აიღო და კვერცხის ბზარი გააფართოვა. ამის შემდეგ კი პეპელა უპრობლემოდ გამოვიდა კვერცხიდან. თუმცა იგი ძალზედ... Continue Reading →

შლომო მეფის სიბრძნე

ერთხელ ერთი კაცი მივიდა სოლომონთან, როცა იგი მალულად ბავშვების თამაშს აკვირდებოდა და ჰკითხა: – მეფეო, დამეხმარე! მე მდიდრულად ვცხოვრობ, გვაქვს დიდი სახლი და გვყავს ბევრი მონა, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი ფიქრები წარმავალისკენ და წვრილმანებისკენაა მიმართული და არა მარადიულისაკენ და სათნოებისკენ. მაშინ ჰკითხა მეფემ: – რა არის სათნოება? კაცმა დაუფიქრებლად უპასუხა: – სათნოება არის საშუალება მიაღწიო... Continue Reading →

მოცურავე ბიჭი

ბიჭი მდინარეში ბანაობდა და წყალმა წაიღო.მიშველეთ!!! მიშველეთ!!! ყვიროდა გულგახეთქილი. გზად კაცმა გამოიარა და ბიჭს ლანძღვა დაუწყო – ფრთხილად უნდა მოქცეულიყავიო!– ჯერ გადამარჩინე და მერე რამდენიც გინდა მლანძღეო,- უთხრა ბიჭმა…არაკი გვასწავლის: ნუკი რისხავ – სიკეთე ჰქმენიო…ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი ახლობელი შესცდა და იმის მაგივრად რომ შევიდეთ მის მდგომარეობაში და თანავუგრძნოთ – სამწუხაროდ ზევიდან ვუყურებთ, დამცინავად…ჩვენი... Continue Reading →

ცრემლიანი კადიში

რაბი ჰოროვეცი გვიამბობს: ,, სალოცავში ყარბითს ვლოცულობდი. მლოცველები არაჩვეულებრივად ამყვნენ. სიამოვნებდათ თეშუბის ძალის შეგრძნება, სიმშვიდეს მხოლოდ ხუთიოდე წლის ბავშვი არღვევდა. ლოცვისას ვგრძნობდი, ბავშვი რამდენად უაზროდ ცელქობდა და აწუხებდა. ბავშვით გაბეზრებულმა მამამისს თვალები გადავუბრიალე. მამამ ბავშვებს დასამშვიდებლად კანფეტები მისცა.,, უვიცი მამამისი! ნუთუ არ შეუძლია ბავშვს სახლში ასწავლოს, თუ სალოცავში როგორ მოიქცეს?! – ვბრაზობდი გულში. მართალია , ლოცვა... Continue Reading →

აშენეთ თქვენი სახლი

ერთხელ ერთმა ძველმა მშენებელმა გადაწყვიტა  თავისი საქმიანობისათვის თავი დაენებებინა. კაცი კარგი მშენებელი იყო და მის დამქირავებელს ენანებოდა მისი სამსახურიდან გაშვება. დამქირავებელმა ყველაფერი იღონა, რომ გადაერწმუნებინა მშენებელი, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა. – კარგი, რაკი ასე გსურს წადი, მაგრამ ვიდრე წახვალ ერთი თხოვნა მექნება შენთან: მსურს წასვლამდე კიდევ ერთი სახლი ააშენო – უთხრა მშენებელს დამქირავებელმა. მშენებელი დასთანხმდა... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

ზედა ↑