ხანუქის დღესასწაული, ებრაელი ერისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სათუთი და წმინდაა. მიუხედავად იმისა, რომ ხანუქის თანმდევი ისტორია საუკუნეებს ითვლის, ებრაელი ხალხი მას არასოდეს ივიწყებს და ყოველწლიურად უფრო მეტი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ეგებება უწმინდესი დღეების შემობრძანებას. ისტორია, რომელიც ერთი ორად ამაღელვებელს ხდის ხანუქის დღეებს, ოდითგანვე გადაეცემოდა და გადაეცემა ებრაეულ ოჯახებს... მაკაბიელების გამარჯვება ბერძენთა უზარმაზარ ლაშქარზე და... Continue Reading →
იყავი მადლიერი – შეცვალე შენი სამყარო!
მე თუ მკითხავდა ვინმე რა აკლია სამყაროსო, ასე, დაუფიქრებლად ვეტყოდი - მადლიერება მეთქი. მერე ვიღაც მკითხავდა, რას გულისხმობო და მეც ჩემებრ ვეცდებოდი, ჩემივე მოკრძალებული აზრის განვრცობას. მადლიერება აკლია სამყაროს. ჩვენ რომ მადლიერები ვიყოთ, სახიდან ღიმილს რა მოგვაშორებდა? გულში დარდს რა გაგვიკრთობდა, ანდაც ცრემლს სახეზე რა ჩამოგვადენდა? ჩვენ რომ შეგვეძლოს პოვნა იმ სიხარულის მიზეზებისა, რაც ასე... Continue Reading →
არასოდეს დანებდე!- ყოველთვის არის იმედი
ავტორი: მაია კვესლი თუკი გარშემო ყველა გეუბნება : დანებდი! არაფერი გამოვა! - აიხედე ცაში, ფართოდ გაახილე თვალები და დააკვირდი ბნელ ღამეს. ხანდახან, ერთი შეხედვით ცაზე ვარსკვლავები საერთოდაც არ მოჩანან... თითქოს მხოლოდ სიბნელე ხვდება თვალის არეალს და მაშინვე უკუნი სიბნელის შთაბეჭდილებას გვიტოვებს, ხოლო თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად დავინახავთ, მოკაშკაშე ვარკსვლავებს, რომლებიც მართალია ალაგ-ალაგ, მაგრამ მაინც მოჩანან... Continue Reading →
მოდა ანი, ნეტილათ იადამი, აშერ იაცარი და ელოჰაი ნეშამა ( ქართული თარგმანით)
,,მოდა ანი" - მადლიერი ვარ მადლიერი ვარ შენი, მეფევ ცოცხალო და არსებულო, რამეთუ გულმოწყალებით დამიბრუნე სული ჩემი, დიდია ჩემი ნდობა შენს მიმართ ,,ნეტილათ იადაიმ" -ლოცვა ხელის დაბანის შემდეგ კურთხეული ხარ გამჩენო, ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეფეო, რომელმაც გაგვწმინდე თვისი მცნებებით და გვამცნე ხელის ბანის შესახებ. ,,აშერ იაცარ" - რომელმაც შეჰქმნა კურთხეული ხარ, შენ, გამჩენო, ღმერთო ჩვენო,... Continue Reading →
რწმენის ცამეტი დოგმატი (რაბი მოშე ბენ მაიმონისგან)
მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი - კურთხეულია სახელი მისი! -თვით ქმნის და მართავს მთელ ქმნილებებს და ის, მხოლოდ ის ქმნიდა, ქმნის და შექმნის მთელ ყოფიერებას.მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი - კურთხეულია სახელი მისი! - ერთიანია და რომ არ არსებობს მისი მსგავსი ერთიანობა არავითარ შეფარდებაში. და ის, მხოლოდ ის იყო, არის და იქნება ღმერთი... Continue Reading →
ხანას ლოცვა (ქართული თარგმანი)
და ილოცა ხანამ და თქვა: გაიხარა ჩემმა გულმა ღმერთით, მომაღლდა ჩემი დიდება ღმერთით, გამიფართოვდა პირი ჩემს მტრებზე, ვინაიდან გავიხარე შენმიერი ხსნით: არ არს წმიდა, ვითარცა ღმერთი, რამეთუ არაფერია შენს გარეშე და არ არსებობს სიმაგრე, ვითარცა ღმერთი ჩვენი: ნუ მოამრავლებთ მაღალ-მაღალ ლაპარაკს თორემ გამოვა სიამაყე თქვენი პირიდან, ვინაიდან გამჩენი ღმერთია და ის გეგმავს შემთხვევებს, გმირების მშვილდი... Continue Reading →
ბრესლეველი რებე – ნახმანი ,,მშვენება სიკეთისა”
წინასიტყვაობა გამოავლენს იმ მშვენიერებას, რაც ადამიანშია... და როგორ უყვარს ყველას ადამიანი, რომელიც კეთილია ყველას მიმართ... და როგორი საყვარელი და ძვირფასია ის ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. მისი კარგი სახელი წინ მიუძღვის მას თაობიდან თაობებში; აგებული და დაფუძნებულია, ჩვენი წმინდანი და დიდებული რაბის, მიუდგომელი და დაფარული სინათლის, ზეციური წმიდა სანთლის, ჩვენი ბატონის, მასწავლებლისა და რაბის - ბრესლეველი რებეს... Continue Reading →
ფარაშა – ნოახ (სრული ვერსია)
წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა თავი 6 9. აი, შთამომავლობა ნოახისა: ნოახი ალალმართალი, უმწიკვლო კაცი იყო მის თაობებში; ღმერთის გზით იარებოდა ნოახი. 10. და ეყოლა ნოახს სამი ვაჟი: შეთი, ხამი და იეფეთი. 11. და გაიხრწნა დედამიწა ღმერთის წინაშე და აივსო ქვეყანა ავკაცობით. 12. და გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას; და აი, გახრწნილა იგი, რადგან გაიმრუდა ყოველმა ხორციელმა... Continue Reading →
ფარაშა – ,,ბერეშით” (სრული ვერსია, ქართულად)
თორის ხუთწიგნეული იწყება ფარაშა ,,ბერეშით”-ით. მასში წარმოდგენილია სამყაროს ქმნადობის მთლიანი პროცესი. წარმოგიდგენთ, ფარაშათ ,,ბერეშით”-ის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე.წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა თავი 1 1. თავდაპირველად გააჩინა ღმერთმა ცა და დედამიწა. 2. და იყო დედამიწა უკაცრიელი და ქაოსით მოცული; და სიბნელე სუფევდა უფსკრულის ზედაპირზე: და სული ღმერთისა დაფრინავდა წყლის ზედაპირზე. 3. და თქვა ღმერთმა:... Continue Reading →
რა არის თორა?
რა არის თორა? - თორა სამყაროში არსებული ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც საჩუქრად ებრაელ ხალხს გადაეცა. იცხოვრო სამყაროში - ძალიან რთულია. აქაურობა ხომ სავსეა ათასგვარი ფათერაკით, გამოცდებით - ჩვენში მუდამ კარგისა და ცუდის ბრძოლა მიდის და შინაგანი ხმა ყოველთვის გვისმევს კითხვას - როგორ ვიპოვო სწორი გზა? - ადამიანი ამქვეყნიურ სირთულეებსა და ცდუნებებს, წმინდა თორის გარეშე ვერ... Continue Reading →