მშვენება სიკეთისა

წინასიტყვაობა

გამოავლენს იმ მშვენიერებას, რაც ადამიანშია… და როგორ უყვარს ყველას ადამიანი, რომელიც კეთილია ყველას მიმართ… და როგორი საყვარელი და ძვირფასია ის ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. მისი კარგი სახელი წინ მიუძღვის მას თაობიდან თაობებში;

აგებული და დაფუძნებულია, ჩვენი წმინდანი და დიდებული რაბის, მიუდგომელი და დაფარული სინათლის, ზეციური წმიდა სანთლის, ჩვენი ბატონის, მასწავლებლისა და რაბის – ბრესლეველი რებეს ნახმანის (მისმა მადლმა დაგვიცვას) ნათქვამებზე.

აგრეთვე მისი მოსწავლის, ჩვენი გენიოსი და წმინდანი მასწავლებლის, ყოველგვარი საიდუმლოების გამომცნობის, ბრესლევი რაბი ნათანის (მისმა მადლმა დაგვიცვას) ნათქვამებზე.

და შემოწმებულია თორის, ნევიიმის, ქერუვიმის მუხლებთან და წმინდანი რაბინების ნათქვამებთან – გემარიდან, მიდრაშიდან და წმიდა ზოჰარიდან.

თავი 1

საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო შვილო, რომ არ არსებობს ამქვეყნად უფრო მშვენიერი რამ, ვიდრე კეთილი ადამიანია, რომელიც გარდაქმნის თავის ბუნებას, რომ იყოს მუდამ კეთილი ყველას მიმართ, გულღიად მიიღოს ყველა, რითაც ამჟღავნდებს თავის გულითადობას. და ყველას უყვარს ის. ეს არ ითქმის ბოროტ ადამიანზე, რომელიც მუდამ ბრაზობს და მკაცრი, მომთხოვნია; ყველას სძულს იგი და არ შეუძლიათ სახეში უყურონ. ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო შვილო, მიაჩვიო შენი თავი, რომ იყო კეთილი კაცი, მიიღო ყოველი ქმნილება გულღიად და ღიმილით. შეაგებო სალამი ყოველ ადამიანს სიხარულით და სიყვარულით; მაშინ დაინახავ შენს წინ სრულიად ახალ სამყაროს, რამეთუ ვინც მიაჩვევს თავის თავს, რომ გახდეს კეთილი კაცი, მიიღოს ყოველი ადამიანი სიყვარულით, სიხარულით და მშვიდობით – მთელი მისი სამყარო სიყვარულის, სიხარულისა და მშვიდობის სამყაროა; ხოლო, ვინც თავის თავს უბიძგებს და არ შეუძლია მიიღოს გარეშე პიროვნება, მთელი მისი სამყარო სევდისა და უთანხმოების სამყაროა და ძალიან უვარგისი და მწარეა მისი სიცოცხლე. ამიტომ ეცადე მიაჩვიო შენი თავი, რომ იყო მხოლოდ კეთილი კაცი; და მაშინ ნახავ, როგორი სამყარო გექნება შენ – სიკეთის, წყალობისა და სიყვარულის სამყარო.

თავი 2

საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ როდესაც მიაჩვევ შენს თავს სიკეთის საზომს, მაშინ ყველა ქმნილება შეგიყვარებს, ვინაიდან ადამიანების გზაა უყვარდეთ კეთილი ადამიანი; და დაუყოვნებლივ, იმავე წუთს, როდესაც ადამიანი შეაჩვევს თავის თავს იყოს კეთილი კაცი და სიკეთეს გაუწევს გარეშე პიროვნებას, ყველას შეუყვარდება იგი.

ხოლო ვინც ცუდი კაცია, არამზადაა და აწუხებს ადამიანებს, ყველას სძულს ის და სავსებით არ შეუძლიათ მისი ატანა. ამიტომ განჭვრიტე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რა გელის შენ; თუ გსურს შესძინო საკუთარ თავს მოკეთეები, ეცადე გახდე კეთილი კაცი, მიეჩვიო წყალობისა და სიკეთის ქმნას ადამიანების მიმართ. მაშინ შესძენ შენს თავს ძალიან ბევრ მეგობარს, ამხანაგსა და მოყვარულს.

გახსოვდეს ეს მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში, ვინაიდან დაგჭირდება ეს მომავალ დღეებში… იმიტომ, რომ არ შეიძლება ისე განვლო ეს ქვეყანა, რომ არ მიაჩვიო შენი თავი სიკეთის საზომს. რამეთუ ამქვეყნად თითოეული ადამიანის თავზე გადაივლის თავისებური სიმწარე და ტანჯვა, გაჭირვება, უბედურება და უსიამოვნებანი. ყველას თავისი გაჭირვება და დაბნეულობა აწუხებს და არა აქვს მოთმინება გარეშე პიროვნების მიმართ: ამიტომ, თუ იქნები ბოროტი კაცი, ის არა მარტო ვერ აგიტანს შენ, არამედ თავიდანაც მოგიშორებს ლანძღვა – გინებითა და შეურაცხყოფით, ვინაიდან საკუთარი გაჭირვებაც საკმარისად ექნება. ხოლო თუ ყოველ ადამიანს მიიღებ და ეცდები სიკეთის ქმნას სხვა ადამიანების მიმართ, მაშინ ყველაზე მკაცრი ადამიანიც კი შემობრუნდება შენსკენ, რადგან ყველას სურს კეთილი სიტყვის მოსმენა, სურს დაინახოს ღიმილი. ეს ადამიანი რომ უღიმის მას და აგებებს სალამს, რითაც მასში შთაბერავს ახალ სიცოცხლეს და კეთილ სულისკვეთებას.

ბედნიერია ის, ვინც ამ სიტყვებს გულთან მიიტანს.

თავი 3

საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ ამ ქვეყანაზე ადვილად შეიძლება ბევრი მეგობრისა და ამხანაგის შეძენა, თუ მიეჩვევი ადამიანთა ალერსიანად მიღებას, ვინაიდან ადამიანების ბუნებაა მიდრეკილება სიმწრისაკენ, ნერვიულობისა და სიზარმაცისაკენ, რაც გამოწვეულია იმ მეტისმეტი გაჭირვებითა და ტანჯვით, რაც აზრებს უწეწავს მას ყოველდღე. თითოეულს მისი საქმისა და მოქმედების შესაბამისად; არ არსებობს ადამიანი, რომ არ გადაეყაროს რაიმე გაჭირვებას, დავიდარაბას, ან გონების არევ-დარევას, რაც ამსხვრევს მას. ხოლო, როდესაც მოდის ადამიანი და ეგებება მას სალმით და ალერსიანად, ელაპარაკება ლამაზად – მაშინ ის იპყრობს მის გულს, ხდება მისი საყვარელი და კარგი მეგობარი. ამიტომ არ თქვა, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ არ გყავს მეგობრები, ამხანაგები და ა.შ. ან შენთან დაკავშირება და ა.შ. არ თქვა ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული; თუ შენ მიაგებებ სალამს ყოველ ადამიანს, დაანახებ მათ მხიარულ სახეს და ეცდები დაეხმარო გარეშე პიროვნებას – მაშინ დაინახავ, როგორ შემობრუნდებიან ყველანი შენსკენ: ხოლო თუ დაელოდები სიკეთის გარეშე პიროვნებისგან ან მოინდომებ მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ შენს ატანას; ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ძმაო, იყო ჭკვიანი, ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს და დღეიდან შეეცადე მიაჩვიო საკუთარი თავი სიკეთის კეთებას გარეშე პიროვნების მიმართ. მიიღო ყოველი ადამიანი გულღიად; და მაშინ შესძენ შენს თავს ბევრ მოყვარესა და ამხანაგს; და ყველანი შეგიყვარებენ შენ.

თავი 4

საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი საზომი, ვიდრე სიკეთის საზომია. ჩვენმა წმინდა ბრძენებმა თქვეს: ,, ადამიანი არ ჩაითვლება წმინდანად, თუ ის ნამდვილად კეთილი არ არის, ვინაიდან ადამიანის წმინდანობა დამოკიდებულია სიკეთის საზომზე. როდესაც აჩვევს საკუთარ თავს და ყველას მიმართ კეთილია, მაშინ ჩაითვლება წმინდანად და ყველანი შეუერთდებიან მას, ვინაიდან ამქვეყნად ყველას შეემთხვევა სიმწარე და ტანჯვა, აზრის სივიწროვე და გონების სისუსტე; და ადამიანებს გამოლეული აქვთ მოთმინება, თავს დამტყდარი მრავალი გაჭირვებისა და ტანჯვის გამო – და ეძებენ კეთილ კაცს, რომ უამბონ თავიანთი გულისნადები; რადგან გულდამძიმებულნი არიან მძიმე გაჭირვებითა და ტანკვით, რასაც განიცდიან შინ თუ გარეთ; და როდესაც პოულობენ წმინდან ადამიანს, რომელიც კეთილი კაცია, მაშინვე ღვრიან მის წინაშე თავიანთი გულის სიმწარეს, მითუმეტეს, თუ ის, წმინდანი კაცი ანუგეშებს, აძლიერებს და ამხიარულებს მათ. ამიერიდან სამუდამოდ გულმოდრეკილნი არიან მასთან, ვინაიდან ადამიანის ბუნება ისეთია, რომ სურს მოისმინოს კარგი რამ და არ სურს, მოისმინოს არავითარი კრიტიკა, რადგან მისთვის ის კრიტიკაც საკმარისია, რასაც ღებულობს სახლში თუ სამსახურში, მეზობლებისგან თუ ახლობლებისგან; და ამიტომ, როდესაც პოულობ რომელიმე კეთილ კაცს, ლამაზი ფორმით რომ ლაპარაკობს მასთან, მაშინვე მიეკვრება მას.

ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, მიაჩვიო შენი თავი, რომ გახდე კეთილი კაცი და ეძებო კარგი ყოველ ისრაელის შვილში; ილაპარაკო მასთან ლამაზი ფორმით; ეცადე დაეხმარო მას – და მაშინ დაინახავ, რომ მოგეკრობიან ყველანი.

ნეტარება მას, ვინც სიკეთეს სჩადის გარეშე პიროვნების მიმართ, რადგან მაშინ ეღირსება ნამდვილ დაფარულ სიკეთეს, ვინაიდან წმიდას, კურთხეული არს იგი, უყვარს კეთილი კაცი, რომელიც ეხმარება გარეშე პიროვნებას. როგორც ადამიანი იღვიძებს აქ, ქვევით – ისე იღვიძებენ მასთან, მის საპირისპიროდ ზემოთ; ესე იგი, თუ ადამიანი დადის ყოველთვის სიკეთისა და წყალობის საზომით, სურს დაეხმაროს გარეშე პიროვნებას მთელი სულითა და გულით, ასევე წმიდა, კურთხეულ არს იგი, ზემოდან ავრცელებს მასზე სიკეთესა და წყალობას, ეხმარება მას და იცავს ყოველივე ცუდისაგან.

ამიტომ დაფიქრდი, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რაა შენს წინ, მიაჩვიე შენი თავი, რომ გახდე კეთილი კაცი, წყალობის გამკეთებელი გარეშე პიროვნების მიმართ და მაშინ არ იზარალებ ამქვეყნადაც კი და მითუმეტეს მომავალ სამყაროში.

თავი 5

საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ ამქვეყნად კეთილი კაცი ყველაფერზე მაღლა დგას. ვინაიდან ამქვეყნად ხედავენ შეგრძნებებით: როდესაც ადამიანი შედის მაღაზიაში და სურს რაღაცის ყიდვა – თუ მაღაზიის პატრონი გულღია სალამით შეეგებება მას, კარგად მოემსახურება და ანგარიშს გაუწევს – მაშინც ეს ადამიანი კიდევ მასთან დაბრუნდება საყიდლად. ის ასევე შეატყობინებს თავის ამხანაგებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, რომ ამ მაღაზიის პატრონი კეთილი კაცია და რომ ღირს მასთან ყიდვა – რადგან ის ყველას ალერსიანად ღებულობს, რომ კეთილი კაცია და დიდად გულმოწყალე.

იცოდე, მატერიალურადაც არაფერს წააგებს ადამიანი, თუ ის კეთილი კაცია, მითუმეტეს სულიერად, როცა ეს კაცი კეთილია გარეშე პიროვნების მიმართ და ეხმარება მას ყველა საქმეში, რათა შემობრუნდეს უფლისაკენ. ვერც წარმოიდგენ და ვერც ივარაუდებ, თუ რას ეღირსება და ეს არის ის ,,მშვენიერება სიკეთისა“, რომლის შეფასებაც შეუძლებელია. ხოლო პირიქით, თუ ხედავენ ცუდ და არამზადა კაცს, რომელიც მუდამ გამწარებულია და ნერვიულობს, როდესაც შედის მასთან ადამიანი რაიმეს საყიდლად, უყვირის და გარეთ აგდებს – ბოლოს მას გაუვარდება ცუდი სახელი, რომ აქ არის ბოტორი კაცი და აღარავინ მივა მასთან საყიდლად. და ის კაცი იძულებული იქნება დახუროს მაღაზია; მითუმეტეს  სულიერად – თუ ადამიანი ბოროტი და ავაზაკია, თვითონაც ცოდავს და სხვებსაც აცოდინებს, ის უწმინდურობისა და მავნებლობის წარმომქმნელია – და მაშინ აღარ შეუძლიათ მისი ატანა – არც ამქვეყნად და არც მომავალ სამყაროში.

ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, მიაჩვიო შენი თავი, რომ გახდე კეთილი კაცი; და თუ შენ გაქვს მაღაზია და მოდიან შენთან მყიდველები, რა თქმა უნდა, ეცდები იყო კეთილი კაცი, თავაზიანობით და წყალობით აღჭურვილი, და მაშინ გაგიმრავლდებიან მყიდველები და ყველანი შეგიყვარებენ. მითუმეტეს სულიერად: როდესაც გაამაგრებ ადამიანს და გულითადად ილაპარაკებ მათთან, გაამხიარულებ და გაართობ, მაშინ ყველანი შეგიყვარებენ, და თუ ფეხს მოიკიდებ ამ საქმეში, დაინახავ, რომ ადვილად შეგიძლია გაიმარჯვო მატერიალურადაც და სულიერადაც; და შეგიძლია შესძინო შენს თავს კარგი მეგობრები, მოყვრები და ამხანაგები; და ყველანი შეგიყვარებენ, თუ ასე მოიქცევი – რათა კეთილი კაცი გახდე.

თავი 6

საჭიროა იცოდე, ჩემო ძვირფასო, საყვარელო შვილო, რომ არ არსებობს იმაზე მეტი მშვენება ცხოვრებაში, ვიდრე სიკეთის მშვენებაა. და ვინც თავის თავს აჩვევს კეთილი გზებით სიარულს, მაშინვე იმარჯვებს ცხოვრებაში. ყველას უყვარს ის და ხდება მარჯვე ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებს. ხოლო, ვინც ცუდი კაცი და არამზადა, ყოველთვის ბრაზობს, მკაცრი და მომთხოვნია, რითაც ამჟღავნებს თავისი გულის სიავეს, ყველანი გაურბიან მას და არ შეუძლიათ მისი ატანა. ასე იწყება ყოველი მისი მარცხი; და ხედავენ შეგრძნებით: როდესაც, რომელიმე ავადმყოფი, ღმერთმა დაიფაროს, შედის ექიმთან, ან სავადმყოფოში, თუ მას ალერსიანად ღებულობენ, უღიმიან, აძლიერებენ და ამაგრებენ: ,, არ შეგეშინდეს და არ შეძრწუნდე, ცოტა ხანში განიკურნები, გამოჯანმრთელდები და იქნები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.“, მაშინ ამ სიტყვებს შეაქვს ძლიერი იმედი ავადმყოფში და ხელს უწყობს მის გამოჯანმრთელებას. ხოლო თუ მას ღებულობენ გულისწყრომითა და ყვირილით, ელაპარაკებიან მოუთმენლად და მითუმეტეს უიმედობაში აგდებენ – მაშინ ის საბოლოოდ იმსხვრევა. ვინაიდან ავადმყოფი, ისედაც ძალიან გულგატეხილია, რადგან ისეთ მდგომარეობამდე მისული, რომ გაჩენილების დახმარება და ადამიანების ზრუნვა სჭირდება; ხოლო, თუ კიდევ უფრო და უფრო ამხსვრევენ მას, მაშინ ის იმსხვრევა საბოლოოდ და ვარდება უიმედობაში.

ამიტომ შეგეკითხები შენ, ჩემო საყვარელო შვილო, თუ საავადმყოფოში მუშაობ, ან თუ ექიმი ხარ – რატომ არ მიაჩვევ შენს თავს თავაზიანობას, წყალობისა და სიკეთის საზომს, ავადმყოფთან ლამაზად ლაპარაკს და მის ალერსიანად მიღებას? რამეთუ რას წააგებ ამით? შენ ხომ მხოლოდ გადაარჩენ ისრაელის სულს; ხოლო მაარსებელი ერთი ისრაელის სულისა თითქოს მთელს ქვეყანას აარსებებდეს. და ხედავენ შეგრძნებით: როგორც საავადმყოფოში არიან ბოროტი ადამიანები, ნამდვილი მკვლელები, რომელთაც ნაგვის შემგროვებლებად მუშაობა უფრო შეჰფერით, ვიდრე საავადმყოფოში, თავიანთი ყოფაქცევის შესაბამისად. როგორც ისინი ექცევიან ავადმყოფებს – ქედმაღლურად და ელაპარაკებიან მათ ულამაზო ფორმით – ვაი მათ და ვაი მათ სულს, რამეთუ უეჭველად მიიღებენ სასჯელს ამქვეყნად და მითუმეტეს, რაც მოელით მათ უზენაეს ქვეყანაში; რადგან არ არსებობს კიდევ სხვა ადგილი, სადაც ადამიანს ევალება გამოავლინოს, მშვენება სიკეთისა, ვიდრე საავადმყოფოა, სადაც წევნან დასნეულებული ადამიანები, გატეხილები და დაბეჩავებულები – და დიდი მადლია მათთან გულითადი ლაპარაკი, მათი გაძლიერება და გამაგრება, მათი წახალისება და დახმარება; და ეს სამადლო საქმე ყველა მადლზე მაღლა დგას, რადგან ისრაელის შვილს, რომ ეხმარებიან, ამით ხელს უწყობენ უფლის წმიდა სულის სიძლიერეს, ვინაიდან ყოველი ისრაელის შვილი ნამდვილად ზეციური, ღვთიური ნაწილია.

ამიტომ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, თუ შენ მუშაობ ისეთ ადგილზე, სადაც სნეული და გულგატეხილი ადამიანები შენს ხელქვეით არიან, ეცადე იყო კეთილი კაცი, ყოველთვის ელაპარაკო მათ გულითადად, კეთილი და მანუგეშებელი სიტყვებით, გააძლიერო, გაამაგრო და გაამხიარულო ისინი; და მაშინ ამქვეყანაზევე მიიღებ გასამრჯელოს და მით უმეტეს, მომავლის სამყაროში.

თავი 7

საჭიროა მიაჩვიო შენი თავი, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო შვილო, რომ ყოველი ისრაელის შვილი მიიღო გულღიად, როგორც შენს სახლში – რომ ყოველთვის კეთილი იყო შენი ცოლ-შვილისა და ახლობელ-ნათესავების მიმართ,ისევე გარეთ – რომ ყოველთვის კეთილი იყო მეზობელ -მეგობრების მიმართ. და მაშინ ნახავ, როგორ შეგიყვარებენ ყველანი, ვინაიდან ადამიანების ბუნებაა შეიყვარონ კეთილი კაცი, რადგან ვინც ყოველთვის კეთილი გზით დადის, ამის შემწეობით ის ხსნის სიკეთის არხებს და ხდება სიკეთით გარემოცული: და თითქოს წმიდაც, კურთხეულ არს იგი, კარგად წაიკითხება, როგორც წერია: ,,კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყოველ მის ნამოქმედარზე (თეჰილიმ 145.9). ამიტომ როცა ადამიანი დადის სიკეთის გზით, კეთილია ყველას მიმართ და ყველას ღებულობს გულღიად, ამით ის ჩართულია იმ კურხეულის თვისებებში და თავის თავზე ავრცელებს უფლის წმიდა სულის სიძლიერეს, რამეთუ, როგორც ადამიანი ზომავს, ისე მოუზომავენ მას, როგორც ის იქცევა, ისე ექცევიან მას ზევიდან. თუ ყველასთან კეთილი გზით დადის, ასევე კეთილი გზით დადიან მასთან ზევიდან; და თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ის ყველასთან ბოროტი გზით დადის და გარეშე პიროვნებას გულისწყრომით ღებულობს, ასევე ხდება მასზე ზევიდან.

ამიტომ ამქვეყანდ ,ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, ყველაზე კარგი განძია, რომ კაცი იყოს კეთილი. ყოველთვის იაროს კეთილი გზით – ყველა ადამიანი მიიღოს გულღიად, გააძლიეროს და გაამაგროს. და მაშინ ყველა შეიყვარებს მას.

ნეტარება მას, ვინც დადის ამ გზით. მაშინ კარგად იქნება ის აქაც და მომავალ სამყაროშიც, უკუნითი უკუნისამდე.

თავი 8

საჭიროა იცოდე, ჩემო ძვირფასო, საყვარელო შვილო, რომ არ არსებობს ამქვეყნად იმაზე უკეთესი საზომი, ვიდრე სიკეთისა და წყალობის საზომია. რამეთუ, როცა ადამიანი აჩვევს საკუთარ თავს სიკეთისა და წყალობის საზომის გამოყენებას ყველა ქმნილების მიმართ, ეს არის ადამიანის  მთავარი მშვენება; და პირიქით, ვინც დაუნდობელია, სიბოროტე და ცუდი საქციელი ახასიათებს, საერთოდ შეუძლებელია მისი ატანა. ამიტომ მიაჩვიე შენი თავი, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ იყო ყოველთვის კეთილი კაცი, იარო სიკეთის გზით, უღიმოდე ყოველ ადამიანს, აკეთებდე მადლსა და შემწყალებლობას ყოველი ქმნილების მიმართ; და მაშინ ყველანი შეგიყვარებენ, ვინაიდან საერთოდ შეუძლებელია წარმოიდგინო და შეაფასო ,,მშვენება სიკეთისა“. იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს უყვართ კეთილი კაცი, ვინც მადლსა და მოწყალებას აკეთებს, უღიმის ყველას და ასწრებს მოსალმებას ყოველ ადამიანს.

ამიტომ გაფრთხილებ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, თუ გინდა მოწონება ჰპოვო ყველას თვალში, ვინც შემოგყურებს, ყველანაირად ეცადე მხოლოდ სიკეთე და მოწყალება გაუკეთო გარეშე პიროვნებას. და მაშინ გაიმარჯვებ მთელ შენს ცხოვრებაში. ხოლო თუ იქნები ცუდი კაცი და ყოველ ადამიანს მიიღებ გულისწყრომით, ვერავინ შეძლებს შენს ატანას, გაგაგდებენ – მეზობლობიდან და ამხანაგობიდან ჩამოგიშორებენ, ვინაიდან ვის შეუძლია ბოროტი კაცისა და ბოროტების ჩამდენის ატანა?!

ამიტომ ყველანაირად ეცადე, რომ ამიერიდან დაიწყო და გახდე კეთილი კაცი, ჰქმნა წყალობა ყველა შენი მეზობლის, ნაცნობისა და ახლობლის მიმართ. გულითადად ელაპარაკო ყველას… რომ იქნება სიკეთე, ყოველგვარი სიკეთე და როგორი ლამაზია ეს ცხოვრება; და რომ იოლად შეიძლება ყველაფრის გარდაქმნა; და მაშინ ნახავ, როგორ ჰპოვებ მოწონებას ყველა მხილველის თვალში.

თავი 9

ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო! თუ შენ გინდა , რომ მოწონება ჰპოვო ყველას თვალში, ეცადე იყო კეთილი ყველა ადამიანთან. ჰქმენ წყალობა ყველა ნაცნობით მიმართ, რადგან ადამიანის ბუნებაა შეიყვაროს კეთილი და მოწყალე კაცი… ყველანი მიდიან მასთან სასაუბროდ, როდესაც უყურებენ, რომ მაგალითად: ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი კეთილია კაცია, მომთმენია და ყველა უღიმის, მაშინ მიდიან მასთან, თუნდაც იმიტომ, რომ დასხდნენ და ილაპარაკონ მასთან, რათა გამაგრდნენ და  გახალისდნენ, რადგან ადამიანების ბუნებაა მოისმინონ კარგი ამბავი: ამიტომ ვინც მიაჩვევს თავის თავს, რომ იყოს კეთილი კაცი, ის შეიძენს კიდეც ბევრ მოკეთესა და მეგობარს და ეს დაეხმარება მას ფარნასის მხრივაც – ვინაიდან მოიპოვებს კარგ სახელს და ეს კარგი სახელი გაუძღვება წინ;

ხოლო, ვინც ცუდი კაცია, ხშირად ბრაზობს და მკაცრი – მომთხოვნია, არავის შეუძლია მისი ატანა. მოკლე დროში ის იძენს მოძულეებს, რომელთაც უკვე აღარ შეუძლიათ მისი ატანა და მის ახლოს დგომა.

ამიტომ დაფიქრდი, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რაა შენს წინ და მიაჩვიე შენი თავი, რომ იარო სიკეთის გზით, ვინაიდან მშვენება სიკეთისა – ეს ადამიანის მშვენებაა, ხოლო ადამიანის სიდიადე, იზომება იმ სიკეთის საზომით, რაც მას გააჩნია. და თუ ადამიანი ყოველთვის კეთილია, მაშინ წმიდა, კურთხეული არს იგი, აერთიანებს თავის სახელს მასზე, როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: წმიდა, კურთხეულ არს იგი, არ აერთიანებს თავის სახელს ცუდზე, არამედ კარზე, სიკეთეზე; ამიტომ სახელი წმიდასი, კურთხეული არს იგი, ჩაბეჭდილია წმინდანების სახელებში, ვინაიდან ისინი ყოველთვის კეთილნი არიან.

ნეტარება მას, ვინც ეღირსება მიაღწიოს სიკეთის ქმედებას. მაშინ შესძენს თავის თავს ბევრ მოკეთეს და მეგობარს. და ყველანი შეიყვარებენ მას.

თავი 10

ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, გაწირო შენი სული გარეშე პიროვნებისათვის და მოიმოქმედო წყალობა შენი ნაცნობებისათვის, ვინაიდან გარკვეულად გადმოგვცეს ჩვენმა წმინდანმა რაბებმა ნაწყვეტის შესახებ: ,, ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარებ“ (იეშაია 51.61). ეს არის უანგარო დახმარება. ვინც უანგარო დახმარებაში ჩაბმული, ღირსი ხდება იჯდეს, წმიდას ჩრდილქვეშ, კურთხეულ არს იგი, ვინაიდან ადამიანი რომ წყალობას უკეთებეს გარეშე პიროვნებას, ამით ავლენს ,,მშვენებას სიკეთისას“, რომელიც ჩაბეჭდილია მასში; ვინაიდან წყალობა, სიკეთის საზომიდან გამომდინარეობს.

ყველა, ვინც ბუნებით კეთილია, მოიმოქმედებს წყალობას გარეშე პიროვნების მიმართ, ხოლო, ვინც ბოროტი ბუნებისაა, ის ვერასგზით ვერ გაუკეთებს წყალობას გარეშე პიროვნებას.

ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, გაწირო შენი სული, რათა მოიმოქმედო წყალობა გარეშე პიროვნებისათვის, ვინაიდან ამით მიაჩვევ შენს თავს სიკეთის საზომს. მაშინ ეღირსები, გაერთიანდე წმიდასთან, კურთხეულ არს იგი, რის შესახებაც ნათქვამია (თეჰილიმ, 145): ,, კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.“ რამეთუ უფალს, იკურთხოს იგი, სურს სიკეთე და მოწყალება მოიმოქმედოს თავისი გაჩენილების მიმართ და როგორც ადამიანი ზომავს, ისე მოუზომავს მას. თუ ადამიანი დადის სიკეთისა და წყალობის საზომით, მაშინ წმიდა, კურთხეულ არს იგი, უკეთებს მას სიკეთესა და მოწყალებას –  და განივრცობა მასზე მხოლოდ სიკეთე და სრული თანაგრძნობა. და თუ ადამიანებს ეცოდინებოდათ, რას ნიშნავს ,,მშვენება სიკეთისა“ და რაოდენ მნიშვნელოვანია იგი ზემოთ, უფალთან, გარეშე პიროვნების მიმართ გაწეული სიკეთის მეოხებით – ისინი მხოლოდ სიკეთესა და წყალობას მოიმოქმედებდნენ.

ნეტარება მას, ვინც მოქმედებს სიკეთისა და წყალობის საზომით – სიკეთე იქნება მისი თანამგზავრი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

აქ ვასრულებთ, ქება-დიდება უფალს, ქვეყნიერების გამსახველს.

წყარო: ბროშურა ,,მშვენება სიკეთისა“ ( ვინაიდან წიგნზე არ იყო მითითებული, გამოშვების ადგილი და წელი, ვერც ჩვენ ვახერხებთ ზუსტი გამომცემლის მითითებას; წიგნთან დაკავშირებული ყველა უფლება ენახება მის მთარგმნელსა და გამომცემს.)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑