სელიხოთი – ქართულად

სელიხოთი – ბენ ადამ

შვილო ადამიანისაო, რას დაგძინებია? ადექი, დაიძახე ვედრებითა, გადმოღვარე ლაპარაკი, ითხოვე პატიება ბატონისაგან ბატონებისა; დაიბანე, გასუფთავდი, ნუ დააგვიანებ ვიდრე პირს იქცევდნენ და დაგვიანდებოდეს. სასწრაფოდ გაიქეცი დახმარებისათვის წინაშე მოსადგურესა ცისასა, ორგულობისა და ავკაცობისაგან გაიქეცი და მოიშიშე ხიფათისაგან.

გთხოვ მიიღო და ისურვო მცოდნეები სახელისა შენისა, ისრაელები ჭეშმარიტები; შენთვის უფა’ლო წყალობა არის, ჩვენთვის კი სირცხვილი პირისა. წამოდექი ადამიანო, ვაჟკაცისებრივ და გაძლიერდი მოსანანიებლად ცოდვებისთვის. უფა’ლო, ღმ’ერთო – მოითხოვე თავაზიანობითა, შესანდობად ორგულობისა და განზრახ ნაქნარ ცოდვებზედა. რამეთუ არასოდეს არ დაიფარება იმისგან (ღ’მერთისგან) დაფარულები; ყოველი ნათქვამი სიტყვა, რაც ითქმის მის წინაშე წაკითხულია.

ვინც რომ ბრძანდება შემწყალე, იმან შეგვიწყალოს ჩვენ, როგორც მამამ შეიწყალოს თავისი შვილები.

თარგმანი ეკუთვნის: ხახამ რეფაელ ელაშვილი/ხახამ აბრაჰამ გაგულაშვილი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑