ხანას ლოცვა

და ილოცა ხანამ და თქვა: გაიხარა ჩემმა გულმა ღმერთით, მომაღლდა ჩემი დიდება ღმერთით, გამიფართოვდა პირი ჩემს მტრებზე, ვინაიდან გავიხარე შენმიერი ხსნით: არ არს წმიდა, ვითარცა ღმერთი, რამეთუ არაფერია შენს გარეშე და არ არსებობს სიმაგრე, ვითარცა ღმერთი ჩვენი: ნუ მოამრავლებთ მაღალ-მაღალ ლაპარაკს თორემ გამოვა სიამაყე თქვენი პირიდან, ვინაიდან გამჩენი ღმერთია და ის გეგმავს შემთხვევებს, გმირების მშვილდი დაბლაგვებულია წაბორძიკებულებმა კი მოიკრიბეს ძალა: პურით მაძღრებმა მოიგეს და მშივრები თავმინებებულია, სანამ ბერწმა შობა შვილი და მრავალშვილიანი საცოდავია: ღმერთი კლავს და აცოცხლებს, ქვესკნელს ჩაუშვებს და ამოჰყავს, ღმერთი უმკვიდრებს და ამდიდრებს, ამცირებს და აღზევებს კიდეც: მიწიდან ღარიბებს აყენებს, ნაგვებიდან ამაღლებს საწყალს, რათა დასვას ხელგაშლილებთან და საპატიო სკამს დაუმკვიდრებს მათ, ვინაიდან ღმერთისაა ქვეყნის გაჭირვებულნი და მათზე დააფუძნებს სამყაროს: მისი ხასიდების დღესასწაულებს დაიცავს და ავკაცები სიბნელეში დადუმდებიან, ვინაიდან ნაძალადევად ვერ გაძლიერდება კაცი: ღმერთი დააძაბუნებს მის მოწინააღმდეგეს, ზეცაში იქუხებს ღმერთი, გაასამართლებს ქვეყნის არარაობებს და მისცემს სიმამაცეს მის მეფეს და მოამაღლებს მისი მაშიახის დიდებას.

         ქვეყნიერების განმგებელო! როგორც შეისმინე ხანას ლოცვა მისი გაჭირვების ჟამს, ასევე შეისმინე ჩემი ლოცვა ჩემი გაჭირვების ჟამს, რაც ახლა მჭირს თავზე (განმარტე ყოველი ხდება შენს თავს) და მომეცი ვაჟიშვილები ცოცხალნი და გამძლენი, შენი წმიდა თორით დასაქმებულნი და შენზე მოკრულნი, როგორც შმუელ წინასწარმეტყველი, რომელზეც ნათქვამია: ,,და ყმაწვილი შმუელი ზრდით იზრდება და კარგია ღმერთთანაც და ხალხთანაც.“ და არ მოეწიოთ მათ არავითარი შური, სიძულვილი და ავი თვალი – და მომეცი ძალა და ჯანმრთელობა, ადვილად გავზარდო ისინი და დავაქორწინო ისინი დროულად ისე, რომ დაცულნი იყვნენ ცოდვებისაგან. და იყვნენ მოკრულნი შენზე ყოველთვის გარკვეული და დაწმენდილი რწმენით. და არავითარი ნაკლი არ ექნეს ჩემს თესლს არასოდეს და ვეღირსო მათი შვილთა შვილების ნახვალ და მოგვეცი მე და ჩემს ქმარს დღეგრძელობა და კარგი წლები და ვიგრძნოთ შვება მთელი ჩვენი შთამომავლობიდან და ჩვენი შთამომავლების შთამომავლობიდან უკუნითი უკუნისამდე, ამენ სელა.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑