ცოლის ლოცვა ქმრისთვის

ლოცვას უდიდესი ძალა გააჩნია. ლოცვის დახმარებით, ადამიანი ახერხებს უფალთან დაახლოებას და როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე უდიდესი კურთხევის ჩამოტანას. ქალს უდიდესი ძალა გააჩნია და შესაბამისად მისი ლოცვებიც ძალიან ეხმარება ოჯახს. კარგია ცოლმა ყოველდღიურად დალოცოს მეუღლე შემდეგი ლოცვით. ჩვენ გთავაზობთ მას, როგორც ივრითულ, ასევე ქართული გაგებითაც.

         და იყოს ნება შენი გამჩენო, ღმერთო ჩვენო და ჩვენი მამების ღმერთო, ღმერთო აბრაჰამისა, ღმერთო იცხაკისა და ღმერთო იაყაკობისა, ყოველთვის დაიცვა , დაიფარო, ააცილო ჩემს ქმარს ნებისმიერი ზიანი, ყოველგვარი ბოროტება, ავადმყოფობა. უბოძე მას კარგი, ხანგრძლივი ცხოვრება, ცხოვრება სიმდიდრესა და პატივში. გვიბოძე ჩვენ ჯანმრთელი შთამომავალნი, ღირსეული და წმინდა შვილები. დაე, ყოველთვის იყოს ჩვენს შორის სიყვარული, მშვიდობა და ამხანაგობა. გულებში შთაგვინერგე შენი სიყვარული და შიში, რომ შევასრულოთ ნება შენი და გმსახურებდეთ მთელი გულით, როგორც ქაშერი ებრაელები, რათა ისრაელის შვილთათვის ვქმნათ სამართალი და სიკეთე. აკურთხე ჩემი ქმარი სრული დალოცვით, მთელი ძალით და მშვიდობით, როგორც ნათქვამია ამის შესახებ: ,, დაგლოცავს შენი გამჩენი და დაგიცავს შენ, გამჩენის სახიდან შუქი მოგეფინება შენ და შეგიწყალებს შენ, მობრუნდება გამჩენი სახით შენსკენ და გამოგიგზავნის მშვიდობას.” და ნათქვამია: ,, გამჩენი დაიცავს მას, შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და იქნება ბედნიერი დედამიწაზე.” ამენ. და იყოს ასე!

იეჰი რაცონ მილეფანეხა, ადონაი ელოჰენუ, ვეელოჰე ავოთენუ, ელოჰე აბრაჰამ, ელოჰე იცხაკ, ველოჰე იაყაკოვ. შეთიშმორ ვეთინცორ ვეთიტორ თამიდ ეთ. ბაალი მიქოლ ნეზეკ, უმიქოლ რაყ, უმიქოლ ხოლი. ვეთითენ ლო ხაიმ ტოვიმ, ხაიმ არუქიმ, ხაიმ შელ ოშერ ვეხავოდ. ვეთითენ ლანუ ზერაყ შელ კაიამა უვანიმ ჰაგუნიმ ვეცადიკიმ. ვეთიტაყ ბეინენუ თამიდ აჰავა ვეახავა, შალომ ვერეყუთ. ვეთიტავ ბეინენუ აჰავათეხა ვეირათეხა, ლაყასოთ რეცონეხა ულეყავდეხა ბელევავ შალემ ქიჰუდიმ ქშერიმ, ველაასოთ ცდაკა ვახესედ იმ ამხა ისრაელ, უთევარეს ეთ ბაალი ბრახა შლემა ბეროვ ოზ ვეშალომ ქადავარ შენეემარ: იევარეხეხა ადონაი ვეიშმერეხა, იაერ ადონაი ფანავ ელეხა ვიხუნეხა. ისა ადონაი ფანავ ელეხა ვეიასემ ლეხა შალომ. ვენეემარ: ადონაი იშმერეჰუ ვიხაიეჰუ ვეუშარ ბაარეც. ამენ ქენ იეჰი რაცონ.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑