
იყოს სურვილი შენი გ’ამჩენო, ღ’მერთო ჩემო და ჩემი მამების ღ’მერთო და შენი დიდი გულმოწყალებითა და უზომო სათნოებით, დროულად აღმომიჩინე ჩემი ღირსეული მეორე ნახევარი, მეუღლე, რომლისგანაც წარმოიშვება ღირსეული თალმიდ ხახამი, თორით განსწავლული და ღვთისმოშიში, ცადიკიმების, ალალმართალი და ცოდვებისაგან განზე მდგომი ხალხის შთამომავალი, ისევე როგორც აღმოუჩინე მეორე ნახევარი პირველ ადამიანს, ავრაჰამს, იცხაკს, იაკოვს და მოშეს, თითოეულს საბედო დროულად და ზუსტად დათქმულ დროს. და ის კაცი, რომელსაც დამიბედებ, იყოს კეთილი ნების, სასიამოვნო, სასიკეთო ქმედების ჩამდენი, მიმზიდველი, განათლებული, ცედაკის მოყვარული და ქველმოქმედი. ნუ იქნება იგი ნაკლიანი, სახიჩარი და ნუ იქნება მასში სიბიწის რაიმე ნასახი. ნუ იქნება მრისხანე და ბრაზიანი. იყოს მშვიდი, მწყაზარი და დინჯი, ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსე. და ნუ შეაფერხებს ადამიანთა სისასტიკე, მოძულეები, მათი ჩანაფიქრი და მათი ხრიკები, ჩემთვის განკუთვნილ მეორე ნახევარს. იყოს სასურველი შენთვის ჩემი ნათქვამი და ჩემი გულისწადილი, ჩემო საყრდენო და ხსნავ ჩემო.
თარგმანი: რაბი იაკობ დავითაშვილი