ბრესლაველი რებეს ნახმანის ნათქვამი:
უძლიერესი ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის
,,ღმერთო შემიბრალე და შემიცოდე ჭკუით ღარიბი და საწყალი, შემიწყალე და გამომიგზავნე ჭკუა და გონება, რომ არ დავიკარგო ორივე სამყაროდან – ამ წუთისოფლიდან და მომავლის სამყაროდან იმ უთანხმოებისა და ჩხუბის, დავისა და გაუგებრობის გამო, რაც მაქვს ჩემ ცოლთან (ქმართან) და ყველაფერი მომდის იმის გამო, რომ არაფრად ვაგდებ იმ კარგ საჩუქარს, რაც მომეცი, ვინაიდან შენ ნამდვილად ზეციერი მამა ხარ, ნამდვილი შემწყალებელი, მოწყალებით სავსე და მომეცი ძვირფასი საჩუქარი – ასეთი ცოლი (ქმარი), რომელიც ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც შეგეძლო მოგეცა ჩემთვის; როგორც წერია: „არ ვარგა ადამიანის მარტოდ ყოფნა, შევქმნი მისთვის შესაფერის შემწეს“. და აგვიხსნეს ჩვენმა წმინდანმა ბრძენებმა: ღირსი გახდა – ეხმარება მას, ღირსი ვერ გახდა – მის საპირისპიროდაა. და აი, მე ჩემი სიღარიბით შევცოდე, დანაშაული ჩავიდინე შენს წინაშე და ეს სიცუდე ჩავიდინე შენს საპირისპიროდ. არ შევისმინე შენი ხმა და არაფრად ჩავაგდე ის კარგი საჩუქარი, რომელიც შენ მომეცი, და წავბილწე ჩემი პირი და შევბღალე ჩემი ფიქრები, და გავიბინძურე ჩემი საქმეები; უხამსი საქციელი ჩავიდინე შენს წინაშე დღეებისა და წლების განმავლობაში, განთიადისას და საღამოთი, ყოველგვარი სირცხვილისა და მოკრძალების გარეშე, ვიდრე ამის გამო დავკარგე ჭკუა და ვეჩხუბები ჩემს ცოლს (ქმარს) და არაფრად ვაგდებ მას, ვამცირებ ყოველგვარი უგულებელყოფით და დამდაბლებით, რითაც დიდი ზიანი მივაყენე საკუთარ თავს – გავცილდი ჩემს ცოლს (ქმარს); და ამჯამად მწარეა ჩემი ცხოვრება, სიკვდილზე მეტად მწარე. და ახლა მოვდივარ მრავალი წუხილისა და ნაღველის გამო. დღისით და ღამით ძალზე მწარეა ჩემი სიცოცხლე და თავს ვგრძნობ ყველაზე საცოდავად, ჩავარდნილი ვარ ნერვიულობასა და შინაგან დეპრესიაში, ისე, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვპოულობ.
გთხოვ, ზეციერო მამავ, შემიბრალე და შემიწყალე და მიბოძე ჭკუა-გონება, რომ ვეღირსო დავაფასო და პატივი ვცე ჩემს ცოლს (ქმარს); ამიერიდან გავფრთხილდები, რომ არ დავამცირო იგი, მითუმეტეს, არ დავამცირო და ცუდი არ ვილაპარაკო მის მშობლებზე, არამედ მთელი შესაძლებლობით დავაფასო. ღირსი გამხადე, რომ ვშობო სიცოცხლის უნარიანი, ღვთისმოშიში, შენი წმინდა თორის შემსწავლელი და შენი მცნებების შემსრულებელი შვილები, რათა მათი შემწეობით მეც მექნეს სულისა და ნეშამის შესწორება; ღირსი გავხდე დავაფასო და პატივი ვცე ჩემს (ქმარს) ყოველგვარი პატივით და დიდებით, ყოველთვის იყოს ჩვენს შორის ოჯახური მშვიდობა და დიდი სიყვარული, და დაასადგურე ჩვენში შენი შეხინა (იდეალური ურთიერთობა), იმგვარად, რომ ღირსნი გავხდეთ ვიცხოვროთ ერთად სისპეტაკით, შევასრულოთ შენი წმინდა თორის მცნებები ჭეშმარიტად და მოწიწებით, ყოველგვარი პირადი ზღახვების გარეშე; მხოლოდ შევასრულოთ შენი სურვილი და მოგანიჭოთ დიდი სულიერი შვება, რამეთუ კაცსა და ქალს შორის შეხინა იმყოფება, თუ ისინი სიწმინდით და სისპეტაქით იქცევიან და აფასებენ ერთი მეორეს.
გევედრები, ზეციერო მამავ, მაპატიე და შემინდე ყველა დანაშაული და მრავალი ცოდვა-ბრალი, რაც დღემდე ჩავიდინე, და უგულებელგყავი შენ და ის კარგი საჩუკარიც, რომელიც მიბოძე. ამიერიდან ღირსი გამხადე, რომ ძალიან გავუფრთხილდე ამ ძვირფას საჩუქარს, ვეღირსო ნამდვილ ოჯახურ კეთილდღეობას, რათა ყოველთვის მოგანიჭო სიამოვნება და გემსახურო ჭეშმარიტად და მოწიწებით მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ამიერიდან და უკუნისამდე. ამენ, სელა ! ! !”
