
იყოს სურვილი შენს წინაშე ღ’მერთო ჩვენო და ჩვენი მამების ღ’მერთო, რომ განგვიახლდეს ეს თვე სიკეთითა და კურთხევით. და გვედრებთ მოგვეცი ჩვენ დღეგრძელი სიცოცხლე, მშვიდობიანი ცხოვრება. სიცოცხლე, რომელიც სავსეა სიკეთით, სიცოცხლე, რომელიც სავსეა კურთხევით, სიცოცხლე რომელიც სავსეა ფარნასით. მოგვეცი ჯან-ღონე. მოგვეცი ისეთი სიცოცხლე, რომელშიც გვექნება შენი შიში, გვექნება ცოდვის ჩადენის შიში და რომელშიც არ შევრცხვებით (ჩვენი საქციელების გამო). მოგვეცი ისეთი ცხოვრება რომელიც სავსე იქნება სიუხვითა და პატივისცემით. მოგვეცი ისეთი ცხოვრება, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან თორის მოყვარულნი და გ’ამჩენის მოშიშენი. მოგვეცი გ’ამჩენო, ისეთი ცხოვრება, რომელშიც ყველა ჩვენი კარგი გულისწადილი ასრულდება სასიკეთოდ – ამენ სელა.