ლოცვა შვილების წარმატებისთვის (ქართულად)

სამყაროს ბატონო, გაგვხადე ღირსი, რომ აღვზარდოთ შვილები, რომლებიც გაანათებენ თორას, იქნებიან ძლიერები ფიზიკურად და გონებრივად, ექნებათ კეთილი ხასიათი და იქნებიან თორით დაკავებულები ,,ლიშმა” (მის სახელზე)

მიეცი მათ ხანგრძლივი და კარგი ცხოვრება, დაე იყვნენ სავსე თორით, სიბრძნით და გ’ამჩენის თრთოლვით, ასევე იყვნენ საყვარელნი ზევით და სასურველნი ქვევით. და მოაცილე მათ ,,ყაინ ჰარა”(ცუდი თვალი) და ,,იეცერ ჰარა”(ცუდი საწყისი) და ყველანაირი უბედურება. ჰქონდეთ მათ სწორი გაგება შენს სამსახურში.

დაგვამადლიანე მე (სახელი) და ჩემი მეუღლე (სახელი) შენი დიდი მოწყალებით, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ დიდხანს, სავსე სიკეთით და სიამოვნებით. აღვზარდოთ თითოეული ჩვენი ვაჟი და ქალიშვილი თორისთვის, ხუფისთვის(ქორწინებისთვის) და კეთილი საქმეებისთვის.

და გამოუგზავნე თითოეულ ჩვენს ვაჟს- საცოლე და ქალიშვილს – საქმრო, რომელიც განკუთვნილია მისთვის, და არავის არ მიეცეს უფლება ჩაერიოს ამ საქმეში – ,,ხას ვე შალომ”(ღ’მერთმა ნუ ქნას). და აკურთხე ჩვენი საქმიანობა, რომ თითოეულ შვილს მივცეთ გულუხვი მზითვები და საჩუქრები, შევძლოთ შევასრულოთ ჩვენი ნათქვამი (ნედერის) დანაპირების გარეშე მიცემული და მოხდეს მათი დაწყვილება ახალგაზრდობის დროს, სიამოვნებით, სიუხვით და სიმხიარულით. და გამოვიდეს მათგან კეთილი ნაყოფები და ,,ცადიკი” (წმინდა) შვილები, რომლებიც იქნებიან ღირსეულები და დაამადლიანებენ სრულყოფილებაზე – მთელს ისრაელს.

დაე არასდროს იყოს შეურაწყოფილი შენი სახელი – არც ჩვენს მიერ, არც ჩვენი შთამომავლობის მიერ, ხას ვე შალომ (ღ’მერთმა ნუ ქნას.) და შეგვისრულე ყველა ჩვენი გულის თხოვნები საუკეთესოდ – მოგვეცი ჩვენ: ჯანმრთელობა, წარმატება და ყველანაირი სიკეთე.

და მომაღლდეს შენი და შენი თორის სახელი, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი შვილების შვილების გზით – ამენ, დაე იყოს ასე! და იყოს მიღებული ჩემი ბაგეების სიტყვები და ჩემი გულის ფიქრები – გ’ამჩენო, ჩემო საყრდენო და ჩემო მხსნელო.

წყარო: წიგნიდან ,,ვედრებები და თხოვნები”

Blog at WordPress.com.

ზედა ↑