ლოცვა – ნებისმიერ რთულ მდგომარეობაში ყოფნისას

რაბი მეირის გ’ამჩენო, მიპასუხე!

(კარგია თუ სანთელს ავანთებთ რაბი მეირ ბაალ ჰანესის სახელზე)

მეუფეო სამყაროსი, აგერ აღთქმის გარეშე, გწირავ (ასახელებენ ცედაკის თანხას, თუნდაც ყველაზე მინიმალურს), ცედაკისთვის, ჩვენი მამების, სამყაროს მამამთავრებისთვის: ავრაჰამის, იცხაკისა და იაყაკოვის, თანა-რაბი მეირ ბაალ ჰანესის, ყველა მართლის სულების ასამაღლებლად.

იყოს სურვილი შენი, გ’ამჩენო, ჩემო ღ’მერთო და ჩემი მამების ღ’მერთო, ისევე, როგორც შეისმინე მათი ლოცვა და ვედრება , და დაიხსენი ისინი ყველა გასაჭირიდან და შეჭირვებიდან და მოუვლინე მათ წყვდიადიდან სინათლე, ასევე მათი დამსახურებით დადგეს დრო და ჟამი გულმოწყალებისა და ნება-სურვილისა შენს წინაშე და მოგვივლინე ჩვენ (სახელი და დედის სახელი) და მთელს შენს ისრაელის სახლეულს, ყველგან, ხილული და ფარული სასწაულები და გადაგვარჩინე ყველა გაჭირვებას და გამოუვალ მდგომარეობას დღეიდან და სამარადისოდ. (ამ დროს სთხოვენ რაიმე აუცილებელს). იყოს შენთვის სასურველი ჩემი ბაგით წარმოთქმული და ჩემი გულისწადილი. გ’ამჩენო, საყდენო და მხსნელო ჩემო.

მოგვაწოდა – რაბანით ჟუჟუნა-სიმხა გაზნელმა

Blog at WordPress.com.

ზედა ↑