
იყოს სურვილი შენი, გ’ამჩენო, ღ’მერთო ჩვენო და ჩვენი მამების ღ’მერთო, რომ სარჩო ჩემი და შემოსავალი ჩემი, საზრდო და შემოსავალი ჩემი ოჯახის წევრებისა და მთელი შენი სახლეულის, შენი ხალხის საზრდო და სარჩო-საბადებელი იყოს შენით დაგვირგვინებული, შენი ხელით დამოწმებული და დასაბუთებული, და ნუ გვაიძულებ გავხდეთ სხვისი ხელის შემყურენი, ვალისა და სესხის ანაბრად. და გვამყოფე მხოლოდ შენი ბარაქიანი, წმინდა და სავსე ხელის იმედად. და იყოს ხელობა ჩემი და ყველა საქმიანობა ჩემი, მიმართული საარსებო კეთილდღეობისაკენ და არა ხელმოკლეობისაკენ, სიცოცხლისაკენ და არა სიკვდილისაკენ. და ღირსმყავი, რომ არ შეიბღალოს ჩემით გ’ამჩენის სახელი. დაე, ვიყო თითოეული ძეხორციელისთვის მხოლოდ კეთილი ზემოქმედებისა და სარგებლობის მომტანი. ამივსე ხელი შენი კურთხევით და გაგვაძღე შენი სიკეთით. ისევე როგორც მოექეცი ეგვიპტიდან გამოსულთ, რადგან შენ, გ’ამჩენო, გვაკურთხებდი და ახლაც გვლოცავ უშურველად. ყველას მზერა შენსკენაა მოპყრობილი და შენს დროულად უწილადებ მათ საზრდოს. გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყველა სულდგმულის სურვილს. მიენდე გ’ამჩენს და ის გასაზრდოებს. არასოდეს არ წააქცევს მართალს. და თქვენ, წმინდა და ანკარა სულებო, შესთხოვეთ გ’ამჩენს ჩემთვის, ჩემი მომაღლებული მდგომარეობისა და წარმატებული იღბალისათვის, რათა შევძლო ვემსახურო მას სავსე გულით, სამარადჟამოდ. ამენ!
თარგმანი ეკუთვნის: რაბ იაკობ დავითაშვილს