შეადგინა ხაფეც ხაიმმა

ქვეყნიერების შემქმნელო, იყოს ნება შენი, გ'ამჩენო,გულმოწყალევ და ლმობიერო, რათა ღირსმყო მე, დღეს და ყოველ დღე, შევიკავო ჩემი ბაგე და ენა ავსიტყვაობისაგან
ჭორებისაგან და არც მოვისმინო ის ( სხვებისაგან ).
გავფრთხილდე, არ ვთქვა ცუდი, არც ერთ ადამიანზე და უფრო მეტიც ისრაელ ერზე ან მის ნაწილზე და მივიღო ჰაშემის ( კურთხეულია მისი სახელი ) ყველანაირი გამოვლინება სამყაროში სრული გაგებით და მოვერიდო ცრუ, პირმოთნე, დამცინავ, უაზრო, შეურაცმყოფელ, ზვიად,
მრისხანე, საძრახ მეტყველებას და ყველანაირ აკრძალულ ლაპარაკს.
ღირსმყავი წარმოვთქვა მხოლოდ ის, რაც აუცილებელია
ჩემი სხეულისა და სულისათვის და რომ ყოველი ჩემი საქციელი და სიტყვები იყოს ზეციერი ჰაშემის სახელით.
მოგვაწოდა: რაბანით ჟუჟუნა-სიმხა გაზნელმა