თეშუბაზე დასაბრუნებელი ლოცვა

შემდგენელი – რაბეინუ იონა გირონდიდან

გევედრები, გ’ამჩენო, ვცოდავდი-უცოდინრობის გამო, ვცოდავდი – ვიცოდი, მაგრამ ვერ დავძლიე იეცერ ჰარა(ცუდი საწყისი). ვცდოვადი – ვიცოდი და სპეციალურად ვცოდავდი. ჩავიდინე ( ეს დაეს – ჩამოთვლის ყველაფერს, რაც შესცოდა), იმ დღიდან, რაც დავიბადე დღემდე. ახლა ამაღლდა ჩემი გული და მოინდომა, ჩემმა სულმა დაბრუნება შენთან, ჭეშმარიტებით სრული და მთლიანი გულით. მთელი სულით და გულით (მთლიანად) თანახმა ვარ მოვიცილო ჩემი ცოდვები, შევქმნა ჩემში ახალი გული და ახალი სული…ვიყო ფრთხილი და მოშიშე გ’ამჩენის სამსახურში.

და შენ ღ’მერთო, უფა’ლო გამხსნელო თეშუბის ხელიდა და დამხმარებელო ყველასი – ვისაც სურს განწმენდა, გახსენი შენი ხელი და მიიღე ჩემი თეშუბა – და დამეხმარე განვამტკიცო მორიდა შენთან. დამიცავი სატანისაგან, რომელიც მებრძვის მაცდურობით და ცდილობს მოკლას ჩემი სული, რომ დამიმორჩილოს მე და მოაცილე ის ჩემს -248 ორგანოს და ჩაიყვანე ღრმად წყალში და დაუყვირე მას, თუ ის დადგება ჩემს მარჯვნივ, რომ არ გადამახვევინოს სწორი გზიდან. და მაშინ, როდესაც ვივლი მე შენი წესებით, მომაცილე ჩემი ქვის გული და მომეცი გული ხორციელი.

გევედრები ღ’მერთო, უფა’ლო, ისმინე ლოცვა შენი მონისა და თხოვნები მისი. და მიიღე ჩემი თეშუბა, რომ ვერანაირმა ცოდვამ ვერ შეაჩეროს ჩემი ლოცვა და თეშუბა. და იყვნენ შენს სათაყვანებელ ტახტთან დამცველნი და მომხრენი ჩემი და ჩემი ლოცვებისა, რათა მათ მიაღწიონ შენამდე.

და თუკი, ჩემი ცოდვები არის უსაზღვროდ მრავალი და არ მყავს დამცველი და მფარველი, მომათავსე შენი ტახტის მფარველობის ქვეშ და მიიღე ჩემი თეშუბა. და არ გავბრუნდები ხელცარიელი შენგან, რადგან შენ ისმენ ყოველივეს ლოცვას.

მოგვაწოდა: რაბანით ჟუჟუნა-სიმხა გაზნელმა

Blog at WordPress.com.

ზედა ↑